"ბედნიერი ქალი ნიშნავს ბედნიერ თაობას" - ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოები დავით კოდუასა და პატარა ვიქტორიასთან ერთად - Marao

"ბედნიერი ქალი ნიშნავს ბედნიერ თაობას" - ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოები დავით კოდუასა და პატარა ვიქტორიასთან ერთად

2024-08-07 11:16:23+04:00

მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და  გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.

„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • "მე და დემეტრე მარტოც დავდივართ დასასვენებლად" - ალექსანდრა პაიჭაძე დედობასა და შვილთან ურთიერთობაზე 

ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს. 

ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა 

ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ურთოერთობა დიდი ხნის მანძილზე უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა. თავდაპირველად, ალექსანდრა აქტიურად საუბრობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა საყვარელი მამაკაცის ვინაობას არ ამხელდა. მოგვიანებით კი, როცა ცნობილი გახდა მისი და კოდუას რომანის შესახებ, იწერებოდა, რომ კოდუა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ იმყოფებოდა მეუღლესთან, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­თან. 

  • "ურთიერთობაში მთავარია, რომ ქალ­მა ყო­ველ­თვის უსაფრ­თხოდ იგ­რძნოს თავი, კაც­მა უნდა იცო­დეს, რომ მისი კარ­გად ეს­მით" - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე 

გასულ წელს კოდუამ ნათია გედევანიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ევროპაში იმოგზაურა, კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რასაც მისი დედის კომენტარიც მოჰყვა: "ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­უღ­ლე იყო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახ­ლაც არის. შვი­ლებს ხომ გა­და­ყო­ლი­ლია. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი ოჯა­ხი, არ მა­ინ­ტე­რე­სებს იმის გა­რეთ რა ხდე­ბა", - ამბობდა კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა. 

  • "ქალებო, როცა ის ერთი ცეკვისთვის ოთხი საათი იფრენს, ამას სიყვარული ჰქვია, ნაკლებს არ დასჯერდეთ. ჩემო დავით, შენი გული ყველაზე ლამაზი, გულუხვი და რომანტიკულია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე 

ამის შემდეგ მედია წერდა, რომ ალექსანდრასა და კოდუას ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მათ გასულ დეკემბერს დუბაიში ერთად იმოგზაურეს. ამჯერად კი ალექსანდრა დავით კოდუასა და პატარა ვიქტორიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს; "ბედნიერი ქალი - ბედნიერი თაობა" - წერს ის.