ოთარ ტატიშვილიც პროფესიით ექიმია, კერძოდ, ექიმი-რადიოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფართო საზოგადოებამ კი პოპულარულ სერიალ "შუა ქალაქში" შესრულებული ირაკლის როლით გაიცნო. მას შემდეგ ოთარ ტატიშვილი სხვადასხვა იუმორისტული გადაცემის წამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ, იყო რადიო "იმედის" საავტორო გადაცემა "ჯაზოთერაპიის", საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშების, ტელე-კომპანია "იმედის" "ღამის შოუსა" და "იმედის დილის" წამყვანი. ის დღესაც აქტიურად საქმიანობს ტელევიზიაში და ეკრანებზეც ხშირად ვხედავთ.
პირველი ქორწინება
ოთარის პირველი მეუღლე ეკა არჩვაძე იყო. ეკასთან მას ორი ბიჭი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. ზუკა ხუთი წლის იყო, შოთი კი მხოლოდ ცხრა თვის. ისინი სულ პატარები იყვნენ როცა დაქორწინდნენ. ეკა-17-ის, ოთარი-19-ის. ორივე ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ოთარს ეკა ცალმხრივად ჰყვარებია, მერე კი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი. 5-6 თვეში გრანდიოზული 600 კაციანი ქორწილი ჰქონდათ, რაზეც მთელი ქალაქი ლაპარაკობდა.
მეორე ქორწინება
თიკა სვანიშვილი პროფესიით მოზრდილთა და ბავშვთა სტომატოლოგი-თერაპევტია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში, არის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი.
"ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ჭორები. ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა. როცა შევუღლდით, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა. ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა", - ამბობდა ოთარ ტატიშვილის მეუღლე თიკა სვანიშვილი "სარკესთან" საუბრისას.