ბაჩო ქაჯაია პოპულარულ სერიალში “შუა ქალაქში” გამოჩნდა. ლაშა ტორონჯაძე მაყურებლისთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ საყვარელი პერსონაჟად, რომლის ფრაზებსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ ხალხში.
პროფესია
"სწორი არჩევანი გავაკეთე. ადრე ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ პროფესიაში ვიპოვე ჩემი თავი. ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის… დღეს ისეთი სწრაფი ცხოვრების რიტმია, არ მეგულება პროფესია, რომლის წარმომადგენელიც მხოლოდ დილის 9-დან 6 საათამდე მუშაობდეს და მერე მშვიდად იჯდეს სახლში, ტელევიზორთან მოკალათებული. სულ მოძრაობაში ვარ. ოჯახს ბევრი რამ სჭირდება. მეც ყოველთვის ვფიქრობ და ვეძებ გზებს, რომელიც მომცემს საშუალებას, ჩემს ოჯახს სათანადო პირობები შევუქმნა."
მეუღლე
"ჩვენ კლასელები ვიყავით, ერთად გავიზარდეთ და როგორ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ოჯახი შეგვექმნა, აღარც კი მახსოვს. 20 წლისები დავქორწინდით.
ასეთი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, სულ ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახთან გავატარო, ყოველდღიურ რუტინად არ გადაიქცეს ჩვენი ყოფა, რომანტიკა არ დავკარგოთ. გავდივართ, ვსეირნობთ, პატარ-პატარა სიურპრიზებს ვუწყობთ ერთმანეთს.
ჩემი მეუღლე, მარიამ გურგენიძე, პედაგოგია, კულტუროლოგი, სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. ძალიან უყვარს თავისი საქმე, ბავშვები და ბავშვებიც სიყვარულით პასუხობენ."
შვილები
"– დრო მიდის, გოგონები გაიზარდნენ. ნელ-ნელა არჩევანსაც აკეთებენ, რაღაც კონტურებს ხედავენ თავიანთი მომავლისა, რაშიც პირდაპირ ნაკლებად ვერევი. ვცდილობ, მათ არჩევანს, მათი ინტერესის სფეროებს პატივი ვცე, ხელი შევუწყო. მომწონს, როგორ აზროვნებენ. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უფროსი ქალიშვილები, მგონი, ჩემი პროფესიისკენ იხრებიან."