"ჩვენო ტკბილო მეგობარო. მის გარეშე სერიალი ვერ იქნებოდა ასეთი საყვარელი" - "ჩცდ"-ის მსახიობები მედეა ლორთქიფანიძეს ემშვიდობებიან - Marao

"ჩვენო ტკბილო მეგობარო. მის გარეშე სერიალი ვერ იქნებოდა ასეთი საყვარელი" - "ჩცდ"-ის მსახიობები მედეა ლორთქიფანიძეს ემშვიდობებიან

2024-08-10 10:57:01+04:00

ხალისიანი, ქოთქოთა, დაუზარელი და მუდამ ყველაზე მზრუნველი მანანა ბებო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ტელეეთერში გასვლისთანავე შეიყვარა მაყურებელმა. მედეა ლორთქიფანიძე 73 წლისა იყო, როცა ამ როლზე მიიწვიეს, სულ ცოტა ხნის წინ, 1-ელ თებერვალს კი მას 86 წელი შეუსრულდა. 

მსახიობი წლების განმავლობაში იყო ყველაზე პოპულარული სერიალის ნაწილი მის გარდაცვალებას კოლეგები ეხმაურებიან:

სოციალურ ქსელში „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მსახიობი, ანა ტყებუჩავა ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„მედიკო, მადლობა ყველა სიცილისთვის და სიყვარულისთვის. ჩვენო ტკბილო მეგობარო. მის გარეშე სერიალი ვერ იქნებოდა ასეთი საყვარელი."

  • "მანანა ბებო" გარდაიცვალა... - მედეა ლორთქიფანიძის განვლილი გზა და ცხოვრების რთული, მაგრამ ლამაზი მომენტები 
  • „ჩემმა მეგობარმა ბანკიდან ფული გამომატანინა, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში წავიდა... ყველაფერი დავკარგე, მაგრამ რომ მოვიდეს და დამიჩოქოს, ვაპატიებ“ - მედეა ლორთქიფანიძე 

ლევან ყოჩიაშვილი

"ჩვენი მანანა ბებო" - წერს ნინო გაჩეჩილაძე. 

გიორგი ბარბაქაძე

მაკა ძაგანია

ქეთა ორბელაძე

მედეა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

„აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას... პანაშვიდი კვირას და ორშაბათს, დაკრძალვა სამშაბათს, 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)", - წერს შორენა მახარაძე.