top 5 ცნობილი დედა-შვილი ქართულ კინოში - Marao

top 5 ცნობილი დედა-შვილი ქართულ კინოში

2024-08-10 22:36:00+04:00

ქართული კინოში არაერთი შემთხვევაა, როცა შვილებმა მშობლების გზა გააგრძელეს და ცხოვრება ამა თუ იმ ფორმით ხელოვნებას დაუკავშირეს. ამ სტატიაში სხვადასხვა თაობის სწორედ იმ დედა-შვილებზე მოგიყვებით, რომლებმაც ქართულ კინოში საკუთარი სიტყვა უკვე თქვეს, ან კარიერას ჯერ ახლა იწყებენ. 

სოფიკო ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე

"ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს "დისქავერის" გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს...

სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა "ბაფთიან გოგონაში" - ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან", - ამბობდა სოფიკო ჭიაურელი.

მარინე თბილელი და ბაია დვალიშვილი

„არ იყო მისი შვილობა ადვილი ამბავი, ის იყო წარმატებული, ლამაზი ენერგიული და ძალიან ფერადი. ამ ყველაფერში ვიყავი მე, რომელიც ვიყავი ძალიან გამხდარი და პათლოგიურად მორცხვი. ჩვენს სახლში სადაც კარი არ იკეტებოდა, სულ სუფრა იყო გაშლილი. დედაჩემმა იცოდა ხმამაღლა სიცილი, ხმამაღლა ლაპარაკი, სულ ორომტრიალი იყო , მე კუთხეში ვიჯექი და ფრჩხილებს ვიკვნიტავდი, იმიტომ რომ ძალიან მორცხვი ვიყავი. მარინა ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა, ის ყველაფერს განაგებდა“ - ამბობდა ბაია დვალიშვილი.

ბელა მირიანაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე

"დედა საერთოდ არ მახსოვს სცენაზე. მახსოვს კახო (კახი კავსაძე - ი.ხ.) და მახსოვს (საკმაოდ დიდი ვიყავი) ბატონი რობერტ სტურუას სპექტაკლი "რაიკომის მდივანი" და ბატონი თემურ ჩხეიძის "ბერნარდა ალბას სახლი", სადაც დედა თამაშობდა. უკვე ავად იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ახერხებდა მოძრაობას. თუმცა მის თამაშს ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო. "მშვენიერი ქალბატონი ბელა მირიანაშვილი" მე არ მახსოვს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ დამიჯერებთ, მისი მონაწილეობით ფილმებიც არ მინახავს. ახლაც არ ვუყურებ. განა ტკივილს გავურბივარ? არ მსიამოვნებს და მორჩა!.."

თამარ მაყაშვილი და რუსკა მაყაშვილი

  • ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მშობლების გზას აგრძელებენ - ცნობილი მშობლები და შვილები თეატრსა და კინოში 
  • "მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული სამსახიობო ფაკულტეტზე ერთად ვაბარებდით, ერთმანეთს მხარში ვედექით, სტუდიაში ერთად დავდიოდით... უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, ახლა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა" - ახალგაზრდა ვარსკვლავის, ნია გუგავას კარიერა და ცხოვრება 

რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს - კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა. 

ნია გუგავა და ეთო გუგავა

"როცა დედაჩემს რეპეტიციებზე ვესწრებოდი, მსახიობობის სურვილი მაშინ გამიჩნდა და ეს პროფესია შემიყვარდა. დედა რეპეტიციას იმიტომ მასწრებდა, რომ უბრალოდ, მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და არა იმიტომ, რომ პროფესიულ გზას მისახავდა. მას არასოდეს უთქვამს, - მოდი, ეს პროფესია აირჩიეო, პირიქით, მაფრთხილებდა, - ეს გზა ძალიან რთულია, დიდ მოთმინებას მოითხოვს, კარგად დაფიქრდიო... მოკლედ, მსახიობობა ბავშვობიდან აბსოლუტურად ჩემი პირადი არჩევანი იყო."