"დიდი ხნის წინათ… როცა ჩემპიონი ჯერ ჩემპიონი არ იყო" - მაია ასათიანის ფოტოები გენო პეტრიაშვილთან ერთად - Marao

"დიდი ხნის წინათ… როცა ჩემპიონი ჯერ ჩემპიონი არ იყო" - მაია ასათიანის ფოტოები გენო პეტრიაშვილთან ერთად

2024-08-11 13:08:50+04:00

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, 23 წლის ირანელ სპორტსმენ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

გამარჯვება გენოსთან ერთად მტელმა საქართველომ იზეიმა, სოციალურ ქსელში არაერთი მილოცვაც გავრცელდა, მათ შორის, ჩემპიონს გამარჯვება ტელეწამყვანმა მაია ასათიანმაც მიულოცა: "დიდი ხნის წინათ… როცა ჩემპიონი ჯერ ჩემპიონი არ იყო" - დაწერა მაია ასათიანმა. 

გენო პეტრიაშვილი 

27 წლის ფა­ლა­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. დღეს ყვე­ლა მე­დია იხ­სე­ნებ­და იმ დროს, რო­დე­საც 11 წლის ასაკ­ში გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. 2005 წლის 19 აგ­ვის­ტოს, 11 წლის გენო, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუ­ლი­დან, გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ოსურ-ქარ­თულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჯა­ვის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ტა­ცა.

  • ულამაზესი მეუღლე და შვილი, რთული გზა და ტიტულები - გენო პეტრიაშვილის ცხოვრების საინტერესო გზა 

ბიჭ­მა ტყვე­ო­ბა­ში 99 დღე გა­ა­ტა­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ 2005 წლის 25 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს, ბიჭი საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სტრე­სის დაძ­ლე­ვა გე­ნოს­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ჭი­და­ო­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ გე­ნოს, ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი მის­მა გამ­ზრდელ­მა მწვრთნელ­მა ნუგ­ზარ სხი­რელ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა. დღეს მწვრთნე­ლი მის გვერ­დით არ ყო­ფი­ლა, რად­გან ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი 2021 წლის 24 იან­ვარს 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა 2012 წელს, 18 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო; 2014 წელს, კი მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტიც მი­ა­ყო­ლა, თუმ­ცა, ეს ოქ­როს მე­და­ლი გე­ნოს პრე­დუქ­ტა­ლის გამო ჩა­მო­არ­თვეს, რო­მელ­საც პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ რე­გუ­ლა­რუ­ლად სვამ­და და რო­მე­ლიც FILA-მ (ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ) იმ წელს, აკ­რძა­ლულ პრე­პა­რატ­თა სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

  • 99 დღიანი ტყვეობა სეპარატისტების ხელში, ქორწილი პანდემიის დროს და საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა - როგორია ქართველი ფალავნის გზა წარმატებამდე? 

ჩემ­პი­ო­ნო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის და 6 თვი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ პეტ­რი­აშ­ვილ­მა 2-2 ჯერ მო­ი­გო მსოფ­ლი­ოს (2013, 2015) და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის (2013, 2017) ბრინ­ჯაო. 2016 წელს, პირ­ვე­ლად კა­რი­ე­რა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. რიოს ოლიმ­პი­ა­და­ზე კი ბრინ­ჯა­ოს მე­დალ­საც და­ე­უფ­ლა.

27 წლის სპორ­ტსმე­ნი, პან­დე­მი­ის დროს და­ო­ჯახ­და. 2020 წლის ივ­ნის­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო და­წე­სე­ბუ­ლი. გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი ნინი მშვი­დო­ბა­ძე გახ­ლავთ.