უზადო ხმა და გარეგნობა მომღერალი მარიამ როინიშვილის სავიზიტო ბარათია. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ დიდი ხნის ოცნება აისრულდა, მიუზიკლების მსახიობიც გახდა და მის მიერ შესრულებულ "ველმაზე" დღესაც ბევრს საუბრობენ.
ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
მარიამი და კოკო ოჯახურ ტრადიციას აგრძელებენ - ორივე ხელოვნების სფეროში საქმიანობს. კოკო მსახიობი და რეჟისორია და ცოტახნის წინ სახელოვნებო ჰაბიც შექმნა: „ჩვენ ვართ „ქალაქის თეატრში“, რომელიც ჩვენთვის გახდა უმნიშვნელოვანესი სივრცე, მეორე სახლი, ოჯახს არაფერი ცვლის, მაგრამ აქაც ერთად ვართ, მეც, ანიც და მაროც… ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ერთად და ვაშენებთ ქალაქის თეატრს", - ამბობდა კოკო.
მარიამ და კოკო როინიშვილებს დაბადების დღე ერთ დღეს აქვთ, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა კი ზუსტად ერთი წელია. მათ განსაკუთრებული და-ძმობა და სიყვარული აკავშირებთ, რის შესახებაც საჯაროდან არაერთხელ უსაუბრიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად იღებენ.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.
ელენე მახარაძე ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე საზოგადოებამ პატარა ასაკში გაიცნო. მის მიერ ბებიასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან და დედასთან, მარიამ როინიშვილთან ერთად შესრულებულმა საგალობელმა კი უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია. ელენეს დედისგან მუსიკალური, მამისგან - სამსახიობო ნიჭი ერგო და ის არაერთხელ ვიხილეთ ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებში. ელენეს ცეკვის განსაკუთრებული ტალანტიც აქვს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. გამორჩეული გარეგნობისა და მონაცემების გოგონას კი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.