ორი ქორწინება, ოთხი შვილი და წარმატებული კარიერა - გოგოლა კალანდაძე - Marao

ორი ქორწინება, ოთხი შვილი და წარმატებული კარიერა - გოგოლა კალანდაძის პორტრეტი

2024-08-13 14:28:01+04:00

გოგოლა კალანდაძეს კინომოყვარულები კარგად იცნობენ, მას არაერთ ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობა ფილმმა „ნუცას სკოლა“ და სერიალმა „ძილის წინ“ მოუტანა. წარმატებული კარიერის პარალელურად, გოგოლა კალანდაძეს დიდი ოჯახი აქვს და 46 წლის მსახიობი 4 შვილს ზრდის.

გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე 1975 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 

მსახიობი გოგოლა კალანდაძე მაყურებელმა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიყვარა, რაც მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „სახლი ძველ უბანში“ (ა. ვარსიმაშვილი, 1994), შემდეგ იყო ფილმი „ნუცას სკოლა“ (მ. კოკოჩაშვილი, 2000, ვალიდა). მონაწილეობდა ფილმებში: „6 და 7“ (გ. ცაავა, 2003), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ნ. ჯორჯაძე, 1996), „კიდევ ერთი თბილისური ისტორია“ (ე. ბადურაშვილი, 2002) და სატელევიზიო სერიალებში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „ძილის წინ“, სადაც მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილთან ერთად თამაშობდა.  

გოგოლას მეუღლის ირაკლი ფერაძის პროფესიისა და საქმიანობის შესახებ, ცოლისგან განსხვავებით, ბევრი არაფერი დაწერილა. ირაკლი გოგოლას მეორე ქმარია და მასთან მსახიობს სამი შვილი ჰყავს – დათუკა, ანამარია და დარია. მსახიობის უფროსი ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი ჰყავს.

ელენე ზურაბიშვილი

სულ ცოტა ხნის წინ, როცა ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასული ეროვნული ნაკრები მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საქართველოში დაბრუნდა, საზეიმო დახვედრისა და ემოციების გაცვლის შემდეგ კი სპორტსმენებისთვის დამსახურებული დასვენების დროც დადგა. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა გადაცემასაც სტუმრობდა, ზოგიერთი კი დროს მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში ატარებდა. სწორედ ამ დროს გავრცელდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძისა და ელენე ზურაბიშვილის ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

24 წლის ელენეს განსაკუთრებული გარეგნობა სოციალურ ქსელში მუდმივად იქცევს ყურადღებას და მას ხშირად დედასაც ამსგავსებენ, თუმცა ის ინდივიდუალიზმითა და სტილით გამოირჩევა. 

ელენემ დაამთავრა გივი ზალდასტანიშვილი სახელობის აკადემია. „ელენე არის გამორჩეულად ნიჭიერი, სხარტი, მოაზროვნე და ძალიან საინტერესო გოგო. ყოველთვის აქვს საკუთარი აზრი და პოზიცია“, - ასე ახასიათებდა მას საკუთარი მასწავლებელი. 

ახლა ელენე თბილისში ცხოვრობს. განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, "ტიკ-ტოკზე", "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკზე". აქვეყნებს საკუთარ ყოველდღიურობას, ვლოგებს, სასარგებლო რჩევებსა და რეკომენდაციებს. "ინსტაგრამზე" მას 2 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და მათ შორის არაერთი ცნობილი სახეა, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკო ფანგანი, ანა შელია, რუსა ჩაჩუა და გიორგი ჩაკვეტაძე.