ქეითისა და უილიამის გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა - რა ვიდეო გამოაქვეყნა სამეფო წყვილმა - Marao

ქეითისა და უილიამის გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა - რა ვიდეო გამოაქვეყნა სამეფო წყვილმა

2024-08-14 14:32:37+04:00

უკვე 8 თვეა, რაც ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ცოტა ხნის წინ მისმა მოულოდნელმა გაუჩინარებამ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. უამრავს წერდნენ იმაზე, რომ სამეფო წყვილს შორის განხეთქილება იყო, წავიკითხეთ კონსპირაციული თეორიების არაერთი ვარიაციაც, თუმცა ქეითმა, საბოლოოდ, დუმილი დაარღვია და ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ის საჯარო გამოსვლებში მონაწილეობას ვეღარ იღებდა.  

  • ქეით მიდლტონის საჯარო წერილი: "მეც მაქვს ცუდი და კარგი დღეები, ამან მართლა შეცვალა ჩემი და უილიამის სამყარო..." 

ქეითმა ოპერაცია გაიკეთა, მისი გამოჯანმრთელებისა და მკურნალობის პროცესი კი ექიმების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ ის შვილთან ერთად ჩოგბურთის ჩემპიონატს დაესწრო. ის გამოჩენას საზოგადოება ოვაციებით შეხვდა.  

ამჯერად კი ქეითმა და უილიამმა ოლიმპიადაში მონაწილე ბრიტანეთის დელეგაციას ვიდეომიმართვა გაუგზავნეს.

ვიდეო მალევე აიტაცეს ტაბლოიდებმა და წერენ, რომ ქეითი ცუდად გამოიყურება. ის ფერმკრთალი და გამხდარია, უილიამი კი ხალხის წინაშე წვერით პირველად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ვიდეოში ხალისიანი და ბედნიერი ჩანს, მათი, განსაკუთრებით კი ქეითის ჯანმრთელობის შესახებ მაინც ბევრი ადამიანი ღელავს. 

ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქეით მიდლტონი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ქიმიოთერაპიის კურსს აგრძელებს, ამის მიუხედავად, ღონისძიებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის თეთრი ფერის კაბასა და შლაპაში იყო გამოწყობილი. ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს, ქეით მიდლტონის გამო, უამრავი ადამიანი ესწრება.

"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.

  • "My fair kate" - ქეით მიდლტონის კაბის ინსპირაცია ოდრი ჰეპბერნი იყო 

ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო. 

  • რას ნიშნავს პრევენციული ქიმიოთერაპია, რომელსაც ქეით მიდლტონი გადის? 

ალბათ  წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები", - ამბობდა ქეითი.