თიკა ფაცაცია 42 წლისაა, კარიერა კი 16 წლისამ სამოდელო სფეროში დაიწყო. თიკა ეკრანებზეც და სოციალურ ქსელშიც ყოველთვის დადებითი განწყობითა და ღიმილითაა, თუმცა ცხოვრებაში, ბევრ წარმატებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუებაც შეხვედრია.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს "ევროვიზია 2008"–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ "ევროვიზია 2009"–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ "ევროვიზიაზე" წარსადგენად "სტეფანე და სამი გოგო" აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.
ანდრო ანთელიძე
ცოტა ხნის წინ თიკას უფროსმა ვაჟმა, ანდრო ანთელიძემ, ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო. ანდრომ ბიძის გზა გააგრძელა და კალათბურთელია.
იგი კიდევ ერთი მწვრთნელია, რომელმაც საქართველოდან ფიბას უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარა და სერტიფიკატი მიიღო. ახალგაზრდა მწვრთნელს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბასთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.
ამჯერად ანდრო იუბილარია:
"ეს პაწია ანდროა... 24 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს და სამუდამო სიყვარული დაიწყო. დე, გილოცავ ჩემო ბედნიერებავ" - წერს თიკა ფაცაცია.