ლიზა გულშემატკივრებს საკუთარ ახალ ნამუშევარს უზიარებს:
„არ ვიცი, ყოველთვის მერიდება ჩემს მიღწევებზე განსაკუთრებული ხაზგასმა, თუნდაც ეს ჩემს პირად გვერდზე ხდებოდეს, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ბევრი გულშემატკივარი მყავს, ვისაც მართლა აინტერესებს, ესმის და მომისმენს, თვითონაც მიზიარებს და ჩემგანაც უნდა, რომ გაიგოს.
ვისაც გიყვართ ეს მიმდინარეობა და ჩემი შექმნილის მოსმენაც გსურთ, ეს ზუსტად იმ სეტის დასაწყისია, ის პირველი ერთი საათია რომელშიც ჩემი ხელით არის შექმნილი ყველა ემოცია და ამ ერთ საათში ჩემი ცხოვრების რამდენიმე ძალიან საინტერესო ეტაპებია.
ისტორიებია ჩემი ბოლო წლებში გავლილი სხვა და სხვა საფეხურების და, საბოლოო ჯამში, ძალიან ვამაყობ იმით რომ, ყველა საფეხურზე არის ოპტიმიზმი , რადგან თხის რქა ვარ და ძალიან მიყვარს მომავლის იმედით, დღეს! სიცოცხლით ტკბობა...
ვიცი, რომ ძალიან ისიამოვნებთ“, – წერს ლიზა ყენია.
ლიზა ყენია
ლიზა ყენია მაია ჯაბუასა და არჩილ ყენიას ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ბავშვობიდან მოექცა ყურადღების ცეტრში, თუმცა ლიზა მედიისთვის საკუთარი ინდივიდუალიზმითაც მალევე გახდა საინტერესო პერსონა. ლიზა ყენია მუსიკოსია, ის თავადაც წერს მუსიკას და ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითაც ხშირად ანებივრებს. გარდა მუსიკისა, ლიზა გატაცებულია ხატვით და საკუთარი ბრენდი friskystyle შექმნა. ის მობილურის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნის.
ლიზა ყენია პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თავსუფლებითა და დამოუკიდებლობით. ის საქართველოში არაერთ ცნობილ შოუში მონაწილეობდა და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდა, თუმცა, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკა არჩია და ახლა საკუთარ კარიერას იქ აგრძელებს.