ბილეთის ფულის ასაგროვებლად პურს და ჯართს ყიდდა - იმანე ხელიფის გზა ალჟირის სოფლიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე - Marao

ბილეთის ფულის ასაგროვებლად პურს და ჯართს ყიდდა - იმანე ხელიფის გზა ალჟირის სოფლიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე

2024-08-15 17:41:22+04:00

ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვე იმან ხა­ლი­ფი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ფი­ნა­ლურ რა­უნდში მან ჩი­ნე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იან ლიუ ან­გა­რი­შით 5-0 და­ა­მარ­ცხა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იმან ხა­ლი­ფი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ექ­ცა - იტა­ლი­ელ­მა ან­ჟე­ლა კა­რი­ნიმ ალ­ჟი­რე­ლი მე­ტო­ქე იმან ხე­ლი­ფის დარ­ტყმა ვერ აი­ტა­ნა და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

2023 წლის მარტშიც ხელიფმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე იბრძოლა, მაგრამ კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) გადამწყვეტი ბრძოლა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერა. მიზეზი ის იყო, რომ გოგონამ ტესტოსტერონის განმსაზღვრელი ტესტი ვერ ჩააბარა.

ოლიმპიადაზე კი IBA-ს წესები არ მოქმედებს, რის გამოც ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცური ჰორმონების ტესტი არ ბარდება და ხელიფი თავისუფლად ასპარეზობს, ისევე როგორც ჰიპერანდროგენიის მდგომარეობის მქონე სხვა ქალი სპორტსმენი - ტაივანელი ლინ იუტინგი (ის ასევე გამორიცხეს 2023 წლის მსოფლიო თასზე მედლისთვის ასპარეზობიდან). დიახ, იმან ხელიფი არა ტრანსგენდერი, არამედ ქალია ჰიპერანდროგენიის მდგომარეობით (რომელიც განპირობებულია ანდროგენების ჭარბი სეკრეციით, ან მათი გაძლირებული მოქმედებით) და შესაბამისად, ტესტოსტერონის მაღალი დონით. პასპორტშიც ქალი უწერია, როგორც გენდერი. და საერთოდაც, ოლიმპიადაზე არც ერთი ტრანსგენდერი არ მონაწილეობს.

სასამართლო დავა

ოქროს მედლის მფლობელმა საფრანგეთში სასამართლოში საჩივარი შეიტანა სავარაუდო კიბერ შევიწროების გამო. გამომძიებლები იძიებენ ბრალდებებს, მათ შორის გენდერულ კიბერ შევიწროებასა და საჯარო შეურაცხყოფას.  ეს ხდება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მისი სქესის შესახებ . ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ავტორი ჯ.კ. როულინგი და მილიარდერი ელონ მასკი იყვნენ მათ შორის, ვინც ხელიფს კაცად მოიხსენიებდა.

ადრეული ცხოვრება

ხელიფი დაიბადა აინ სიდი ალიში , ლაგუატის პროვინციაში. 2 თვის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბიბან მესბახში, სოფელ ტიარეტის პროვინციაში. 

 „იმანე პატარა გოგონაა, რომელსაც ექვსი წლის ასაკიდან უყვარდა სპორტი“ - ამბობს სპორტსმენის მამა. გოგონა თავდაპირველად ფეხბურთს თამაშობდა. 6 წლის ასაკიდან კი კირივით დაინტერესდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო ტიარეტში წასვლა გადაწყვიტა ტრენინგებზე. ბილეთის ფულის ასაგროვებლად კი პურს და ჯართს ყიდდა. 

  • ვინ არის ილია სულამანიძის რჩეული: " სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში" - უმშვენიერესი შეყვარებული, ოჯახი და ბავშვობა 
  • სკანდალი ოლიმპიადაზე: ქალთა კრივში "ბიოლოგიურად კაცი" იმანე ხელიფის მონაწილეობას დიდი კრიტიკა მოჰყვა 

2018 წლის AIBA-ს ქალთა კრივში მსოფლიო ჩემპიონატზე, ხელიფმა მე-17 ადგილი დაიკავა ქალთა მსუბუქ წონაში. 2021 წლის მარტში მან ოქროს მედალი მოიპოვა სტამბოლის ბოსფორის საერთაშორისო ტურნირზე. 2022 წლის თებერვალში, ხელიფმა ოქროს მედალი მოიპოვა სტრანდჯას მემორიალურ ტურნირზე, მას შემდეგ რაც დაამარცხა ნატალია სიჩუგოვა ქალთა 63 კგ წონით კატეგორიაში.

2023: IBA ჩემპიონატის დისკვალიფიკაცია

2023 წლის მარტში, ხელიფმა იასპარეზა ოქროს მედლისთვის ფინალში IBA ქალთა კრივში მსოფლიო ჩემპიონატზე ; თუმცა, იგი დისკვალიფიცირებული იყო  ოქროს მედლის ორთაბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე. დისკვალიფიკაცია მოხდა რუსეთის ხელმძღვანელობით   - სამი დთთ ადრე ხელიფმა რუსი მოკრივე, აზალია ამინევა დაამარცხა.