„თუ გაითვალისწინებთ, რომ მე ვარ არქიტექტორი, რომ მე კინოში მიღებდნენ, ვიყავი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და მაინც ავირჩიე ტელევიზია, ესე იგი, ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ჩემთვის ტელევიზია“ - ჯულიეტა ვაშაყმაძე - Marao

„თუ გაითვალისწინებთ, რომ მე ვარ არქიტექტორი, რომ მე კინოში მიღებდნენ, ვიყავი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და მაინც ავირჩიე ტელევიზია, ესე იგი, ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ჩემთვის ტელევიზია“ - ჯულიეტა ვაშაყმაძე

2024-08-16 13:00:30+04:00

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933 წლის 14 აგვისტოს დაიბადა.

მისი პირ­ვე­ლი, ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რა იყო, პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ას­პი­რან­ტუ­რაც ამ გან­ხრით და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ... თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტშიც  ჩა­ა­ბა­რა... გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის რჩე­ვით. თურ­მე, ბა­ტო­ნი სერ­გო მას მე­ტყვე­ლე­ბას ას­წავ­ლი­და პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ებს აწყობ­დნენ. ერთხე­ლაც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე მოს­კოვ­ში, ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დე­კა­და­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, წამ­ყვა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და წას­ვლის წინ მის­თვის სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეს უთ­ქვამს: სულ სცე­ნა­ზე ხარ, ამ­დე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიგ­ყავს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თე­ატ­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღოო. რაკი პე­და­გოგს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ჭი­როდ მი­აჩ­ნდა, მის რჩე­ვას გვერ­დი ვერ აუ­ა­რა და პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლას თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზეც შე­უდ­გა. მერე სი­ა­მა­ყით იხ­სე­ნებ­და, ბა­ტონ­მა სერ­გომ არა­ერ­თხელ მო­მან­დო თე­ატ­რში თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს წაყ­ვა­ნაო.

ტელევიზია

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის მოსწავლე იყო, როდესაც პირველად ტელევიზიაში სამუშაოდ მივიდა. პირველი ნაბიჯებიდან მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რამდენიმეთვიანი გამოცდილების შემდეგ თბილისის დაარსების 1500 საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების გადაცემის წაყვანა იყო. სწორედ ამ დღეს დაიბადა პატარა გოგონასგან დიდი ტელევარსკვლავი.

  • "არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ" - რა რჩევას აძლევდა დონარა კინწურაშვილი მომავალ ჟურნალისტებს 
  • რატომ მოკლა ცნობილმა ბიზნესმენმა თავისი მეგობრის ცოლი - წლების წინ თბილისში მომხდარი იდუმალი მკვლელობის დეტალები 

„თუ გაითვალისწინებთ, რომ მე ვარ არქიტექტორი და ასპირანტურა მაქვს დამთავრებული, თუ გაითვალისწინებთ, რომ მე კინოში მიღებდნენ, ვიყავი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და მაინც ავირჩიე ტელევიზია, ესე იგი, ადვილი წარმოსადგენია, რას ნიშნავდა ჩემთვის ტელევიზია“, − ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს. გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა.

პირადი ცხოვრება

დაქორწინებული იყო ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა, ასევე სატელევიზიო სფეროში საქმიანობს, პროდიუსერია.