ქართველი ელენე ჭუმბურიძე saint_chamond_volley-თვის ითამაშებს. ელენე 18 წლის წარმატებული ფრენბურთელია, რომელიც 2023 წლის 27 აგვისტოდან ოფიციალურად საფრანგეთის კლუბ TFOC-ში ირიცხება. მანამდე ის ესპანეთის CD Élite Voley-ის წევრი იყო.
ელენე ჭუმბურიძე
"სანამ ფრენბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა მხატვრული ტანმოვარჯიშე ვიყავი დაახლოებით 7-8 წელი. მშობლების რჩევისა და ჩემი სიმაღლის გათვალისწინებით, გადავწყვიტე 14 წლის ასაკში, ფრენბურთი მეცადა და საბედნიეროდ, პირველივე ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ ამ სპორტის პროფესიონალურად გაგრძელება მინდოდა.
ინსპირაციის წყარო, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ფრენბურთელი, ლაშა ჩოხელი იყო, რომელიც პირველი იყო, ვინც გამაცნო სპორტის ეს სახეობა, დამანახა რა მნიშვნელობისაა თითოეული მოთამაშის პოზიცია და ამასთანავე, რამდენად რთული და მნიშვნელოვანი როლი აკისრია გამთამაშებელს. ამის შემდეგ უკვე, ახალგაზრდა ფრენბურთელის, ანა კალანდაძის თამაში ვნახე, რამაც დამატებითი მოტივაციით ამავსო და ასევე, საზღვარგარეთ საკუთარი და ქვეყნის სახელის გატანის სურვილი გამიჩინა. ალბათ როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ჩემთვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ასპარეზობა ყველაზე საამაყო და დიდი მიღწევაა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში ჩემს კლუბში წარმატებული სეზონის ჩატარებასა და 2024 წლის საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის, მაქსიმალურად მომზადებას ვგეგმავ. ვთვლი, რომ ნებისმიერი გამოცდილება, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, კარიერულად მზრდის და მეხმარება პროფესიულ განვითარებაში" - ამბობდა ელენე ინტერვიუში. (წყარო)