"გადამწვარი ხიდების" ავტორი, ნათია ჯაგოდნიშვილი წიგნის შექმნის პროცესსა და ინსპირაციაზე: რატომ გადაწყდა საკოლექციო ტირაჟის გამოცემა - Marao

"გადამწვარი ხიდების" ავტორი, ნათია ჯაგოდნიშვილი წიგნის შექმნის პროცესსა და ინსპირაციაზე: რატომ გადაწყდა საკოლექციო ტირაჟის გამოცემა

2024-08-19 13:17:54+04:00

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი მკი­თხველ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნით - „ცდუ­ნე­ბა“ გა­იც­ნო. მას მოჰ­ყვა „შეც­დო­მა“ და „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბი“, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ხვდე­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის თვის ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში.

მკი­თხვე­ლის მხრი­დან მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სის გამო, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბის“ სა­კო­ლექ­ციო ტი­რა­ჟი გა­მოს­ცა. წიგნს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის გარ­და, სხვა უპი­რა­ტე­სო­ბაც გა­აჩ­ნია. მისი შე­ძე­ნა შე­ძე­ნა მხო­ლოდ ონ­ლა­ინ, palitral.ge-ს სა­ი­ტი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და თა­ვად წიგნ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი იმა­ლე­ბა.

რას გუ­ლის­ხმობს სა­კო­ლექ­ციო გა­მო­ცე­მა და რა ბო­ნუ­სე­ბი ახ­ლავს მას? - ამა­ზე თა­ვად ავ­ტო­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

ნა­თია, ელო­დი თუ არა ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და რო­გორ ფიქ­რობ, რა ხდის შენს ნა­მუ­შევ­რებს ასე პო­პუ­ლა­რულს მკი­თხვე­ლებ­ში?

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი

- სა­ნამ ჩემი ნა­წე­რე­ბი წიგ­ნე­ბად გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბო­და, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ხში­რად ვაქ­ვეყ­ნებ­დი. ასე­ვე, მკი­თხველ­თა დიდი არ­მია მყავ­და შე­მოკ­რე­ბი­ლი, რო­დე­საც ჩემი რო­მა­ნე­ბი ქვეყ­ნის ნო­მერ პირ­ველ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა „მა­რა­ო­ზე“ ქვეყ­ნდე­ბო­და, თუმ­ცა ის, რაც წიგ­ნად გა­მო­ცე­მის შემ­დეგ მოხ­და, მა­ინც ზღაპ­რუ­ლი, თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი და შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოდ­გა. ვფიქ­რობ, ჩემი ნა­წე­რე­ბი მკი­თხველს გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გამო უყ­ვარს, რომ მათ­თან ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი ვარ. არ ვცდი­ლობ რა­ღაც არა­რე­ა­ლუ­რი, მხო­ლოდ წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე რომ წა­ვი­კი­თხავთ, ისე­თი ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლას. პი­რი­ქით, ჩემი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შექ­მნა და თი­თო­ე­უ­ლი მკი­თხვე­ლის გუ­ლამ­დე მის­ვლა, მათ­თვის იმის თქმა, რომ არ არი­ან მარ­ტო­ე­ბი და ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დეს.

 

შენს ცხოვ­რე­ბა­ში რო­მელ­მა მოვ­ლე­ნამ ან მო­მენ­ტმა შთა­გა­გო­ნა „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბის“ და­წე­რა?

- „გა­დამ­წვარ ხი­დებს“ ამ ეტა­პის­თვის ჩემს ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ, ზრდას­რულ ნა­წარ­მო­ე­ბად ვთვლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს და იმ წლე­ბი­დან მოვ­ყვე­ბი, სტა­დი­ონ­ზე ლა­მის მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი და 4-5 მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ დავ­დი­ო­დით თა­მა­შებ­ზე. ძა­ლი­ან მინ­დო­და, რა­ი­მე ისე­თი შე­მექ­მნა, რაც ჩემს სიყ­ვა­რულს და ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს მცი­რე­დით მა­ინც გა­მო­ხა­ტავ­და და ასე­ვე მყო­ლო­და პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფეხ­ბურ­თით იცხოვ­რებ­და. თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა ხომ რო­გორც წესი იმას გვაც­ლის, რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და რა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვხდე­ბით. ასე მოხ­და გე­გას შემ­თხვე­ვა­შიც და სწო­რედ ასე და ამ იდე­ით შე­იქ­მნა „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბი“.

მოგ­ვი­ყე­ვი ახალ, ლი­მი­ტი­რე­ბულ გა­მო­ცე­მა­ზე. რო­გორ და რა­ტომ გა­და­წყდა მისი გა­მო­ცე­მა? რი­თაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და რა­ტომ უნდა შე­ი­ძი­ნონ?

- „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბი“ პირ­ვე­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მის და ერ­თწ­ლი­ა­ნი მუდ­მი­ვი ბესტსე­ლე­რო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რედ, უკვე ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ით იბეჭ­დე­ბა. წიგნს ექ­ნე­ბა მყა­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის ყდა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, აქამ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის შექ­მნი­ლი ბო­ნუს ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მეტ დე­ტალს ახ­დის ფარ­დას და მკი­თხველს კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნობს გეგა ცე­ცხლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღა­მის მოვ­ლე­ნებს. ასე­ვე, წიგნ­თან ერ­თად, გა­მო­დის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრენ­დი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­აც და „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბის“ გულ­შე­მატ­კი­ვარს, შე­ეძ­ლე­ბა, წიგნ­თან ერ­თად იქო­ნი­ოს ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ჩან­თა, ჭიქა, სა­ნიშ­ნე თუ კა­ლა­მი.

 

რა გეგ­მე­ბი გაქვს სა­მო­მავ­ლოდ და რაზე მუ­შა­ობ ახლა?

- მო­მა­ვალ­ში კი­დევ ვგეგ­მავ მკი­თხვე­ლის გა­ხა­რე­ბას ახა­ლი წიგ­ნით, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე, წერა არ და­მი­წყია. ჯერ უფრო მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვარ, ვა­მუ­შა­ვებ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ა­თებს, თვი­სე­ბებს, უშუ­ა­ლოდ ამ­ბავს. მინ­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ზრდას­რუ­ლი, დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი გა­მო­მი­ვი­დეს და ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა თა­ვა­დაც გა­ვი­ზარ­დო. ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად მკი­თხვე­ლის მო­უთ­მენ­ლო­ბი­სა, ცო­ტა­ხანს ლო­დი­ნი კი­დევ მო­უ­წევთ, თუმ­ცა ვეც­დე­ბი, ახა­ლი წიგ­ნი ამ ლო­დი­ნად ღირ­დეს.

 

თუ რა­ტომ გა­და­წყდა „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბის“ სა­კო­ლექ­ციო ტი­რა­ჟის გა­მო­ცე­მა, ამის შე­სა­ხებ პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დონ­გის მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ გან­მარ­ტა:

- გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში უკვე დიდი ხა­ნია ვფიქ­რობთ იმა­ზე, რომ სა­ი­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვი­ნა­ი­დან, ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი მარ­ტი­ვად ადაპ­ტირ­დე­ბა, მათი მო­თხოვ­ნე­ბი და ქცე­ვე­ბიც იც­ვლე­ბა. ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ იმა­ზე, თუ რა სა­ხის პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მათ­თვის, რომ ყო­ფი­ლი­ყო სა­ინ­ტე­რე­სო და კავ­შირ­ში palitral.ge-ს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მას­თან. გაჩ­ნდა იდეა, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის ბესტსე­ლე­რი წიგ­ნის ექ­სკლუ­ზი­უ­რი გა­მო­ცე­მა. ნა­თია უკვე 5 წე­ლია, რაც „პა­ლიტ­რა L“-ის ავ­ტო­რია. ჩვენ მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ჰყავს ამა თუ იმ ავ­ტორს, ჟანრს, წიგნს... ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ კი გვაჩ­ვე­ნა, რომ ნა­თი­ას მკი­თხველ­ზე ზუს­ტად იქ­ნე­ბო­და მორ­გე­ბუ­ლი ეს ახა­ლი ფორ­მა. მის მკი­თხველს უფრო გა­ვუ­მარ­ტი­ვებ­დით ბევრ პრო­ცესს. ავ­ტორ­თან ერ­თად ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ იდე­ებ­ზე და ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, თა­ვად მკი­თხვე­ლი გა­მოგ­ვე­კი­თხა. „ტიკ ტოკ­ზე“ ჩა­ვა­ტა­რეთ პა­ტა­რა გა­მო­კი­თხვა, ნა­თია აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში. გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, რაც შე­მო­დი­ო­და. თუ რა უფრო მე­ტად აინ­ტე­რე­სებ­დათ მათ, ვი­საც უკვე წა­კი­თხუ­ლი აქვს „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბი“. ნა­თი­ამ თა­ვად მოგ­ვა­წო­და იდეა, რომ და­წერ­და ბო­ნუ­სე­პი­ზოდს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ბო­ნუს ეპი­ზო­დი დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა წიგ­ნის ლი­მი­ტი­რე­ბულ ვერ­სი­ა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ის გან­სხვა­ვე­ბულ ფორ­მატ­ში გა­კეთ­და: მა­გარ ყდა­ში, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით, სა­კო­ლექ­ცი­ოდ. შევ­ქმე­ნით ასე­ვე სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი: ჩან­თა, ჭიქა და კა­ლა­მი. წიგ­ნის, ჩან­თი­სა და ჭი­ქის შე­ძე­ნა ცალ-ცალ­კეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კა­ლა­მი კი სა­ჩუქ­რად მოჰ­ყვე­ბა. ნაჭ­რის ჩან­თა ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი და ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ნივ­თია. წიგნს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა და სა­თავ­სო სჭირ­დე­ბა, თუ ფეს­ტი­ვალ­ზე შე­ი­ძენ, რომ სახ­ლში წა­ი­ღო, ან პი­რი­ქით, და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ხარ და გინ­და წიგ­ნი თან ატა­რო. რაც შე­ე­ხე­ბა ჭი­ქის იდე­ას, წიგ­ნის კი­თხვა ხში­რად ასო­ცირ­დე­ბა ფინ­ჯან ჩა­ის­თან ან ყა­ვას­თან. თა­ნაც, ამ ჭი­ქა­ზე გა­ცხე­ლე­ბი­სას წიგ­ნის თე­მა­ტი­კის ილუსტრა­ცია გა­მო­ი­სა­ხე­ბა.

R