გენო პეტრიაშვილის მშვენიერესი მეუღლე, რომელმაც სამედიცინო უნივერისტეტი ახლახან დაამთავრა: ვინ არის ჩემპიონის მეუღლე და როგორია მათი ცხოვრება ორ შვილთან ერთად - Marao

გენო პეტრიაშვილის მშვენიერესი მეუღლე, რომელმაც სამედიცინო უნივერისტეტი ახლახან დაამთავრა: ვინ არის ჩემპიონის მეუღლე და როგორია მათი ცხოვრება ორ შვილთან ერთად

2024-08-19 17:32:04+04:00

სულ ცოტა ხნის წინ თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­ში გავიდა და ოლიმპიური ოქროს მოგება შეძლო. ეს გენოს კარიერის ამ ეტპაზე ყველაზე დიდი მიზანი იყო, მისი სიხარული კი ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებთან ერთად მთელმა საქართველომ გაიზიარა. 

"გამარჯობა, მე ვარ გენო პეტრიაშვილი, დღეს 6 წელი შემისრულდა. ვარ დამოუკიდებელი და ძლიერი, ასევე, თავნება და სულ მინდა, რომ ვიყო პირველი. ჩემი საყვარელი ფერებია წიტელი, ყვითელი და მწვანე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოჭიდავე, მაშ ასე, დამიმახსოვრეთ, მე ვარ გენო პეტრიაშვილი!" - ამბობს 6 წლის გენო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ამ ფაქტიდან რამდენიმე წელში, 2005 წლის 19 აგ­ვის­ტოს, 11 წლის გენო, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუ­ლი­დან, გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ოსურ-ქარ­თულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჯა­ვის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ტა­ცა. ბიჭ­მა ტყვე­ო­ბა­ში 99 დღე გა­ა­ტა­რა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ 2005 წლის 25 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს, ბიჭი საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სტრე­სის დაძ­ლე­ვა გე­ნოს­თვის მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, თუმცა სიტყვა შეასრულა და საკუტარი სახელი და გვარი ისტორიაში ოქროს ასოებით მაინც ჩაწერა.

  • ულამაზესი მეუღლე და შვილი, რთული გზა და ტიტულები - გენო პეტრიაშვილის ცხოვრების საინტერესო გზა 
  • "დიდი ხნის წინათ… როცა ჩემპიონი ჯერ ჩემპიონი არ იყო" - მაია ასათიანის ფოტოები გენო პეტრიაშვილთან ერთად 

გენო პეტრიაშვილის ოჯახი 

27 წლის სპორ­ტსმე­ნი, პან­დე­მი­ის დროს და­ო­ჯახ­და. 2020 წლის ივ­ნის­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო და­წე­სე­ბუ­ლი. გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი ნინი მშვი­დო­ბა­ძე გახ­ლავთ. წყვილ­მა შარ­შან ჯვა­რი ურ­ბნი­სის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა, თუმ­ცა ისევ შე­ზღუდ­ვე­ბის გამო გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი არ გა­და­უხ­დი­ათ. გენოსა და მარიამ ორი გოგონა, სოფიო და ელისაბედი ჰყავთ. 

როგორც ნინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ახლახანს სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა.