მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. დათუნა მართლაც ძალიან ჰგავს დედას. "17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში. დათუნა მუსიკალური პროდიუსინგით არის დაკავებული.
წლების შემდეგ სალომეს ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. მათ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი, ნიტა და ტასუნა შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს, ის შესანიშავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.
ტასო დებს შორის უფროსია და, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება. სალომე აღნიშნავდა, რომ ამ ასაკის ორი გოგონას აღზრდა მარტივი არ არის და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება:
"სახლში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის თინეიჯერი მყავს. ბევრ ინფორმაციას ვიღებ და ვეცნობი, რომ სწორი ღირებულებებით გავზარდო ისინი. მგონი, კარგად გამომდის, თუმცა შეცდომებიც ბევრი მაქვს, ალბათ. მთავარი ჯანსაღი აზროვნებაა, განათლება და მიზანი. ყოველდღე უნდა იყო უკეთესი, ვიდრე იყავი გუშინ", - ამბობდა მოდელი.
"ჩემი შვილი ტასუნა ამჟამად დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. ძალიან ამაყი დედა ვარ", - ამბობდა შვილის შესახებ სალომე.
ტასო ამჟამად საქართველოში იმყოფება და ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს, თუმცა მისი გეგმები დიდია - რამდენიმე დღის წინ ის 18 წლის გახდა და სწავლის გაგრძელებას კრიმინოლოგიის მიმართულებით ინგლისში აპირებს. დედისგან სრულიად განსხვავებული ინტერესის მიუხედავად, ტასომ ძალები სამოდელო სფეროში ყკვე მოსინჯა და სალომეს მიერ შექმნილი ბრენდის გადაღებაში მონაწიელობა მიიღო. ხშირად წერენ, რომ უმშვენიერეს გოგონას ამ მიმართულებით დიდი მომავალი აქვს.