"საოცრად კარგი გოგო 21 წლის გახდა" - ნანიკო ხაზარაძე ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"საოცრად კარგი გოგო 21 წლის გახდა" - ნანიკო ხაზარაძე ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

2024-08-19 18:36:07+04:00

ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი, ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ერთადერთი ქალიშვილის, ლილუს ფოტოებს აქვეყნებს და ამს იუბილეს ულოცავს: "დღეს საოცრად კარგი გოგო 21 წლის გახდა, მიყვარხარ, დე, და გილოცავ".

"მიუხედავად მისი ასაკისა, ლილუ გაცილებით დიდია, ძლიერი და დამოუკიდებელი! არ ეძებს მარტივ გზებს, არ ეზარება შრომა, სამსახურში საოცრად ორგანიზებული და სერიოზულია. აქვს მიზანი და მიდის მისკენ", - ასე ახასიათებდა ნანიკო შვილს. 

  • ნანიკო ხაზარაძის ცხოვრების უცნობი ამბები: "ჩავალაგე ჩემოდანი და გავფრინდი ჩემს ქმართან, 8 წლით უმცროს ბიჭთან, რომელთანაც მანამდე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა" 

ნანიკო ხაზარაძის ცხოვრება 

ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა განქორწინებით. 

  • ნანიკო ხაზარაძე გარდაცვლილი მამის შესახებ: "მე ვიცი, რომ მამაჩემს ვაჩუქე ცხოვრების 4 წელი, თან კარგი, ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი..." 

"ალბათ 1988 ან 1989 წელია... ქიმიური დახვევა" - ნანიკო ხაზარაძის განსხვავებული სტილი და ძველი ფოტოები განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს  ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.