ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ამჯერად ნინო ახალ ფოტოებს აქვეყნებს: "რაც მინდა, ეს მხოლოდ სიმშვიდეა - მშვიდი და წყნარი ცხოვრება", - წერს მსახიობი.


„რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად მემატება ასაკი, მით უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერებაა, როცა ხედავ, გესმის, გრძნობ, შეგიძლია გიყვარდეს, განვითარების საშუალება გაქვს და გაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც მთელი გულით და ენთუზიაზმით აკეთებ, გყავს გარშემო ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და ზრუნავენ შენზე. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის“, – წერდა ნინო გაჩეჩილაძე "ინსტაგრამზე".
ნინო გაჩეჩილაძის ბიოგრაფია
კინოსა და თეატრის მსახიობი, უმშვენიერესი ნინო გაჩეჩილაძე, 1980 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ თბილისის № 100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.
წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა "ჩემი ცოლის დაქალებისა", მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "წვრილვარსკვლავთა ღამე“, "ტაქსი“ და სხვ. თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვ.

- 44 წლის მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვია.
“რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ადამიანმა, ამ შემთხვევაში ქალმა, როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას ასიამოვნოს ამით. თითქოს მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა“, - ამბობდა ნინო გაჩეჩილაძე.