ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
ეკა 60 წლისაა და ნამდვილად ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. გენეტიკისა თუ ცხოვრების წესის დამსახურებით, ის შესანიშნავ ფორმაშია. როგორც ცნობილია, ეკა დიდ დროს ატარებს ბუნებასთან, აქვს საკუთარი ეზო და ყვავილები, რომლებსაც უვლის და ეს მის შინაგან სამყაროს კიდევ უფრო ლამაზს ხდის.
ეკა კახიანი როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
"მამასგან განსხვავებით, მე ნაკლებად გამიმართლა კინოში, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფილმზე ვიმუშავე. მამას დებიუტივე წარმატებული ჰქონდა, რადგან უამრავი ბრწყინვალე როლის მიუხედავად, მაინც „საბუდარელი ჭაბუკი“ გახდა მისი სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, მსახიობი ყოველთვის რეჟისორსა და მის შეთავაზებაზეა დამოკიდებული, ფილმების წარმოება კი დღეს ნაკლებად გამოდის. მართალია, რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არაა.
ბევრად წარმატებული აღმოვჩნდი მუსიკაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა ბავშვობაში, „მზიურით“ დაიწყო და დღემდე გრძელდება. რამდენიმე ახალი სიმღერის გაკეთებას ვგეგმავ, ერთ-ერთი პირველი ნინიმ და ანრიმ შეასრულეს ანრის სოლო-კონცერტზე. ძალიან მინდა საიუბილეო წელს კიდევ ერთი საავტორო საღამოს მოწყობა, უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად შევძლებ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას", - ამბობდა ეკა.
ეკა კახიანი ბებიის ამპლუაში
ეკა კახიანს სამი შვილიშვილი ჰყავს - ნინი ბადურაშვილს ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავს, ხოლო ანასტასია თოფურიძეს ორი ვაჟი, ლადო და იკო შეეძინა. ეკა შვილიშვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს, მათთან ერთად მოგზაურობს და კადრებსაც ხშირად აქვეყნებს. ამჯერად ეკა სწორედ შვილიშვილების ფოტოებს გვიზიარებს:
"არ ვიცი, რამდენად კარგი ბებია ვარ, ალბათ, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ შვილიშვილებთან ნამდვილად ვმეგობრობ. მართალია, მუსიკალური ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ელენე მღერის, თუმცა მასაც ცეკვა უფრო მოსწონს, ვიდრე სიმღერა" - ამბობდა ეკა კახიანი.