ინგა გრიგოლია ბრწყინვალე ფორმაშია - ტელეწამყვანის ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს - Marao

ინგა გრიგოლია ბრწყინვალე ფორმაშია - ტელეწამყვანის ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს

2024-08-20 15:03:21+04:00

"უმაგრესი ექიმი, რომელმაც გამაბედნიერა. სულ ვიცინი, ეს კაცი ჩემთვის გაჩნდა თურმე, თორემ ხომ ვივლიდი ჩემი ბევრი კილოთი. მადლობა, დათო, ახალი სუნთქვა რომ გამიხსენი და გამახალისე, შენ ხარ ექიმი - ბედნიერება”, - წერდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ექიმი დავით აბულაძის შესახებ. 

ინგა გრიგოლიას ბიოგრაფია 

ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაიბადა 1971 წლის 8 მარტს თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ტელევიზიებში: „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“. იყო ტელეგადაცემების – „პირველების“, „რეაქციისა“ და თოქ-შოუ „იმედის კვირის“ ავტორი და წამყვანი. ამჟამად არის „TV პირველის“ გენერალური პროდიუსერი. 2016 წლიდან ამავე ტელეკომპანიის გადაცემა „დღის ამბები“-სა და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი. დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.

  • ფოტო: "ეს ფოტოები გასული საუკუნისაა, მაგის მერე იმდენი წელი გავიდა" - ინგა გრიგოლიას მოგონებების ალბომი 

როგორ დაიკლო ინგა გრიგოლიამ  

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რისკენაც მან ახლამა ამპლუამ - ბებიობამ უბიძგა:

  • უმშვენიერესი ოქროსფერი კაბა და ბრჭყვიალა წვეულება - როგორია ინგა გრიგოლია ბებიის ამპლუაში 

„ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა. წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა მეტი ენერგია  მქონოდა. ორთვე-ნახევარში 15 კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში. იმიტომ, რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“, - ამბობდა ინგა. 

  • TOP 10 ახლაგაზრდა ბებია საქართველოში - ცნობილი ქართველი ქალები ბებიის როლში 

ამჯერად ის სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ტელეწამყვანი იდეალურ ფორმაშია და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: