„ბიბლუსის“ წიგნის კაფე სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებსა და განახლებულ მენიუს სთავაზობს. შეთავაზებებში შეგხვდებათ აპეტაიზერები შეფ-მზარეულ ჯანო ჯანიაშვილისგან, რომლებიც აგვისტოში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ხემსების ნაწილი იტალიური სამზარეულოდანაა, ნაწილი კი ქართული და იტალიური კერძების საინტერესო კომბინაციაა.
წარმოგიდგენთ 4 ყველაზე გამორჩეულ აპეტაიზერს, რომლებსაც თავად შეფი გაგაცნობთ.
პოლენტას კროკეტი
პოლენტას ხშირად უწოდებენ იტალიურ ღომს. სწორედ ამიტომ ქართველებისთვის ის განსაკუთრებით საინტერესო დასაგემოვნებელია. პოლენტას კროკეტებისთვის თავად პოლენტა არის მოყვანილი, დაპრესილი და პანირებული. ზემოდან აქვს ტრიუფელის მაიონეზი. ზოგადად პოლენტასა და ტრიუფელის კომბინაცია საინტერესო გემოს გვთავაზობს. მისი სიმძაფრის გასანეიტრალებლად კი აპეტაიზერი სერვირებულია პომიდვრის სალსათი.
ბრუსკეტას დაფა
ბრუსკეტების დაფა რამდენიმე სახეობის ბრუსკეტას მოიცავს. ნაწილი კლასიკური იტალიური რეცეპტით მზადდება, ნაწილი კი ქართული და იტალიური გემოების ნაზავია. მათ შორისაა ბრუსკეტა შებოლილი ორაგულითა და დამარინადებული ხახვით. ხახვის მარინადი სპეციალური რეცეპტით „ბიბლუსის“ წიგნის კაფეშივე მზადდება. დაფა ასევე მოიცავს ბრუსკეტას ჩერის სალსათი და პროშუტოთი. ამ ტიპის ხემსები ძალიან პოპულარულია, რადგან სტუმრების დიდი ნაწილი მარტივისა და გემრიელის კომბინაციას ანიჭებს უპირატესობას. ბრუსკეტები იდეალურია როგორც ღვინოსთან, ისე წვენებთან.
სოკოს კროკეტი
სოკოს კროკეტი იტალიურ ბაზაზე მზადდება, თუმცა მასში ქართული გემოები ჭარბობს. ბეშამელის ბაზაზე მომზადებულ კროკეტებში სამი სახეობის სოკო დევს. ტარხუნისგან კი ვამზადებთ პესტოსა და მაიონეზს. სოკოს გემოების სიმძაფრეს ტარხუნა აბალანსებს და საბოლოოდ საუკეთესო ხემსს ვიღებთ.
დიფების დაფა
კიდევ ერთი პოპულარული ხემისა დიფების დაფა. ის 4 სხვადასხვა გემოს აერთიანებს. ესენია: გუაკამოლე არაჟნით, გოგრა ტრიუფელით, კლასიკური ჰუმუსი და გამომცხვარი ჭარხალი მაშარაფითა და სეზამის ზეთით. 4 სრულიად განსხვავებული და საინტერესო მიმართულებაა ერთ დაფაზე, რომელიც სტუმრებს ძალიან მოსწონთ.
„მენიუში სიახლეები ახლახან შევთავაზეთ სტუმრებს და მათი მხრიდან ძალიან პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ. პოლენტა გარკვეულწილად სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის და მისი გასინჯვით ჩვენი ბევრი სტუმარი ინტერესდება. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს დიფების დაფა და სხვა აპეტაიზერებიც. ამ ეტაპზე აღნიშნული ხემსები მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ბათუმსა და ქუთაისში კი მენიუ მალე განახლდება,“ - აღნიშნავს შეფ-მზარეული ჯანო ჯანიაშვილი.
„ბიბლუსის“ წიგნის კაფეების ქსელი 5 ობიექტს აერთიანებს. მათგან სამი თბილისში მდებარეობს, ერთი - ბათუმში და ერთი - ქუთაისში.
R