ბარბარა სამხარაძის დიდი წარმატება - რას წერს ქართველი მუსიკოსის შესახებ Viberate.com - Marao

ბარბარა სამხარაძის დიდი წარმატება - რას წერს ქართველი მუსიკოსის შესახებ Viberate.com

2024-08-22 11:47:08+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მუსიკოსი და მომღერალი, ბარბარა სამხარაძე Viberate.com-ის მიხედვით, საქართველოში Youtube და Instagram პლატფორმაზე ნომერ პირველი R&B ჟანრის შემსრულებელია. 

Viberate.com  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუსიკალური მონაცემების კომპანია, რომელიც უახლეს სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამ პლატფორმაზე ყველას შეუძლია იპოვოს სანდო და მუდმივად განახლებადი ინფრომაცია. რაც შეეხება ბარბარა სამხარაძეს, ის საუკეთესოდ R&B -"Rhythm and Blues" მიმდინარეობაში დასახელდა. R&B ზოგადი მარკეტინგული ტერმინია აფრო-ამერიკული მუსიკისთვის, რომელიც 1940-იან წლებში წარმოიშვა. 

ბარბარა სამხარაძე

მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ 2016 წელს პოპულარული შოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან ხალხის სიყვარული განსხვავებული ხმის ტემბრითა და სტილით მალევე მოიპოვა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა. 2019 წელს კი მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.

ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და რჩევებს წონის კლებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად აძლევს.

  • "საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ... რეალურადაც ისეთი ვარ, როგორი წარმოდგენაც აქვთ, რადგან არაფერს ვთამაშობ - ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში" - რას ამბობს ბარბარა სამხარაძე პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ  

როგორც ცნობილია, ბარბარა წლების განმავლობაში ცდილობდა ზედმეტი წონის დაკლებას, ახლა კი სწორი კვებითა და ვარჯიშით სასურველ შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ არწევს. 

"მინდა, ახალი ბარბარა უთქმელად დაინახონ და თქვან: ვა, რა მაგარია! ჯერ 15 კილო მაქვს დაკლებული, შემოდგომაზე უკვე 30 კილო მექნება და მერე ვნახოთ. ასე რომ, სულ მალე ერთ-ნახევარ ადამიანს ჩამოვიცილებ ჩემი სხეულიდან. არაერთხელ დამიწყია დიეტა, დამიწერია სოციალურ ქსელში: არიქა, დიეტა დავიწყე-მეთქი და მეორე დღეს დამირღვევია. ახლა კი ვთქვი: არ ვილაპარაკებ და პირდაპირ შედეგს დავდებ", - ამბობდა ბარბარა სამხარაძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.

"რაც უნდა დიდ წარმატებას მივაღწიო, როცა სოფელში მივდივარ, ყოველთვის იქ ვბრუნდები, საიდანაც დავიწყე" - ბარბარა სამხარაძე