ანჯელინა ჯოლი Tom Ford Runway Lip Color-ის ახალი სახე გახდა. ბრენდის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია - მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია.
ეს ფაქტი გასაკუთრებულია იმითაც, რომ ანჯელინა მსგავს კამპანიებში მონაწილეობას ან ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ იღებს.
Tom Ford Runway Lip Color მომხმარებლებს ტუჩსაცხის 10 არსებულ და 8 ახალ ჩრდილს სთავაზობს. ცვლილება და სიახლე ტუჩის ფანქრებსაც ეხებათ, რომლებიც ხელმისაწვდომია 8 განსხვავებულ ფერში. ტუჩსაცხის ფასი 62, ხოლო ტუჩის ფანქრის 46 დოლარამდე მერყეობს.
ტომ ფორდი
ტომ ფორდი არის ამერიკული ძვირადღირებული მოდის სახლი, რომელიც დაარსდა დიზაინერი ტომ ფორდის მიერ 2005 წელს. ბრენდი აერთიანებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზს.
ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი ვოითი ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ოსკარი.