ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
ეკას ორი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი, ნინი ბადურაშვილი და ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები ჰყავს. სწორედ მათ ფოტოებს აქვეყნებს მუსიკოსი სოციალურ ქსელში:
ეკა კახიანი
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი მომღერალი და მსახიობია. დაიბადა რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის ეკა კახიანის ოჯახში. ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია-ზე“ გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს მონაწილე. რამდენიმე წლის წინ ნინი მაყურებელმა ტელეწამყვანის ამპლუაშიც ნახა, დღეს ამ საქმით აქტიურადაა დაკავებული და აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც. ნინი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. ნინის ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავს.
ანასტასია თოფურიძე
ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე, ქართველი საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია. გოგონა სამოდელო სფეროში წლები აქტიურად ჩანდა, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ამ საქმიანობას ჩამოშორდა.
ანასტასია თოფურიძე დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც მან 2012 წელს იქორწინა და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ლადო და იკო.
ქეთო თოფურიძე
26 წლის უმშვენიერესი ქეთო დებს შორის ყველაზე უმცროსია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ქეთომ დედისა და დებისგან განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს. მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა და განვითარებას მუდმივად აგრძელებს.