66 წლის მადონასა და 28 წლის აკიმის იტალიის ქუჩებში გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პოპ-დივა მასზე ასაკით უმცროს შეყვარებულთან საჯაროდ პირველად არ გამოჩენილა. მანამდე ბევრს საუბრობდნენ მადონასა და კრივის მწვრთნელის, ჯოშ პოპერის რომანზეც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დასრულდა.
როგორც ცნობილია, მადონა და აკიმი პირველად ერთმანეთს 2022 წელს შეხვდნენ. ისინი Paper Magazine-ის 2022 წლის აგვისტოს გარეკანზეც გამოჩნდნენ. რამდენიმე დღის წინ კი დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას მოწვევით იტალიაში ჩავიდნენ და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები ერთად დაათვალიერეს.
28 წლის ფეხბურთელი აკიმ მორისი იამაიკაში, ესპანურ ქალაქში დაიბადა. მოგვიანებით ის საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში და სწავლა კოლეჯში გააგრძელა. ის თამაშობდა ფეხბურთს სკოლის პერიოდში, შემდეგ კი - Oyster Bay United FC-ში, რომელიც არის პრემიერლიგის გუნდი.
მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალიელ-ამერიკელი სილვიო „ტონი“ ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამიშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).
ის დეტროიტის პერიფერიებში - პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე - ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ. მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს - ქრისტოფერ ფლინს, მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოჰყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო. პირველივე კურსიდან მადონამ მიჩიგანის უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ-იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მოგვიანებით მადონამ ამ ფაქტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
მას ცოტა ფული ჰქონდა და ამიტომაც, გარკვეული დროის მანძილზე სიღატაკეში ცხოვრობდა; მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მათ შორის, "დანკინს დონათშიც". ასევე პოზირებდა შიშველი, სწავლობდა მართა გრეჰემთან და პერლ ლანგთან. მოგვიანებით კი მოდერნ ბალეტის მოცეკვავეების რამდენიმე დასთან ერთად გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ ელვინ ეილი და უოლტერ ნიკს დენსერსი.
ფრანგი დისკო არტისტის, პატრიკ ჰერნანდესის 1979 წლის მსოფლიო ტურნეში მოცეკვავეს სტატუსით მონაწილეობისას,[4] მადონამ გაიცნო მუსიკოსი დენ გილროი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით თავისი პირველი როკ-ჯგუფი „ბრეკფასტ კლაბი“ ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფში მადონა მღეროდა და გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მოგვიანებით კი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, დრამერ სტივენ ბრეისთან ერთად, 1980 წელს ჯგუფი „ემმი“ დააარსა. ბრეისთან ერთად, ის საცეკვაო მუსიკას ქმნიდა, რომლითაც ნიუ-იორკის დისკოთეკები დაინტერესდნენ. დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი მარკ კამინსი მოხიბლული დარჩა მისი დემო ჩანაწერებით და მადონა ხმისჩამწერი კომპანია „საია რეკორდსის" დამფუძნებელს, სეიმურ სტაინს წარუდგინა.
მსოფლიოში გაყიდულია მადონას 300 მილიონზე მეტი ალბომი. იგი გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ აღიარებულია, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი ქალი. RIAA-ს სიაში მადონას იკავებს მეორე ადგილს ყველაზე სერტიფიცირებულ ქალ შემსრულებლებს შორის, 64.5 მილიონი გაყიდული დისკით. ჟურნალ „ბილბორდის“ თანახმად, მადონა ცხელი ასეულის სინგლების ჩარტში ყველაზე წარმატებული სოლო-შემსრულებელია, საერთო ჯამში კი – The Beatles-ის შემდეგ რიგით მეორე. მადონა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრიც არის, VH1-ის მუსიკაში 100 უდიდესი შემსრულებელი ქალების სის სათავეშია. Rolling Stone-მა იგი დაასახელა ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის და სიმღერების 100 უდიდესი ავტორის სიაში.