ამერიკელი ბარბარა ჰატონი თავისი დროის ოქროს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იყო. როგორც Woolworth-ის ქსელის დამფუძნებლების შვილიშვილმა, მან ადრეული ასაკიდან უდიდესი მემკვიდრეობა მიიღო. მის კოლექციაში მოხვდნენ მამაკაცები, რომლებსაც ფუფუნებაში ჩაძირვა სურდათ და მათ შორის აღმოჩნდა ქართველი კაციც - ალექსი მდივანი.
ბარბარას ბაბუა ფრენც ვუვლორტი შტატებში ცნობილი მეწარმე იყო, რომელმაც სავაჭრო იმპერია ნულიდან შექმნა. მისტერ ვუვლორტი იყო პირველი ქვეყანაში და, შესაძლოა, მსოფლიოშიც, ვინც ფასდაკლება მოიფიქრა. ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა საქონლისთვის, რომელსაც ვერ ყიდდა. გამოსავალი იპოვა, დაამზადა პატარა ყუთები და ჩაწოლილი საქონელი ჩაალაგა, ზედ კი დააწერა: "ყველაფერი ხუთ ცენტად". გამოსავალი ბრწყინვალე იყო.
მას ორი ქალიშვილი ჰყავდა: ედნა და ელენე. მოგვიანებით ედნა გახდა საბროკერო კომპანიის E.F. Hutton & Company თანამფლობელის ცოლი. მათ მალე ქალიშვილი შეეძინათ. ბარბარას დაბადების დროს ბაბუას ანგარიშებზე მილიონები ჰქონდა.
ბარბარას მშობლები იდეალური წყვილი იყვნენ, დედა - ლამაზი, მამა ძალიან ჭკვიანი. მაგრამ ქორწინება უბედური აღმოჩნდა. გოგონას დედამ, როდესაც ბავშვი 5 წლის იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჭორების მიხედვით, მიზეზი ქმრის მუდმივი ღალატი გახდა. პატარა ბარბარამ პირველმა იპოვა დედის უსიცოცხლო სხეული.
ბავშვობის ტრავმამ გოგონა გაანადგურა. ის ჩაიკეტა, ზედმეტად ემოციური გახდა, ხშირად ვარდებოდა ისტერიკაში. ასაკთან ერთად, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. თუმცა განიკურნა.
ბარბარა მამას ძალიან უყვარდა, მაგრამ კაცმა შვილის აღზრდა ნათესავებს მიანდო, რომლებიც ვერ გაუმკლავდნენ გოგონას რთულ ხასიათს და ბარბარე რთულ, 12 წლის ასაკში პანსიონში გაგზავნეს. ბავშვი არდადეგების დროსაც იქ რჩებოდა, რადგან მდიდარი მოზარდი უბრალოდ არავის სჭირდებოდა.
როდესაც გოგონას ბებია გარდაიცვალა, ის მაშინვე გამდიდრდა: ანგარიშზე 28 მილიონი დოლარი ჰქონდა. მამამ მისი ფულით ინვესტირება განახორციელა და როდესაც ბარბარა სრულწლოვანი გახდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალის ტიტული მიიღო.
ჟურნალისტები ბევრს წერდნენ ცისფერთვალება ქერაზე, როგორც ფუფუნების მოყვარულზე. მას უყვარდა ლამაზად ჩაცმა, სამკაულების ტარება და ძვირადღირებული მანქანების მართვა. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ბავშვობა დახურულ სკოლა-ინტერნატში გაატარა.
18 წლის რომ გახდა, მისი დაბადების დღე 60 000 დოლარი დაჯდა, ეს იყო ზღაპრული თანხა დიდი დეპრესიის დროს. გაზეთებმა ბარბარა მფლანგველობაში დაადანაშაულეს. პრესის ყურადღებისგან დაღლილი გოგონა ევროპაში გაიქცა.
ბარბარას სიყვარულის ძიება მისი პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ჯერ არ იცოდა, რომ ამ გზას 7-ჯერ გაივლიდა. მილიონერის პირველი ქმარი იყო თვითმარქვია ქართველი თავადი ალექსის მდივანი. მან ყველას უთხრა, რომ არისტოკრატი იყო და იძულებული გახდა, საქართველოდან გაქცეულიყო. როდესაც ბარბარა გაიცნო, ჯერ კიდევ ოფიციალურად დაქორწინებული იყო. მაგრამ ალექსი დამ აიძულა, რომ ცოლს გაშორებოდა, რადგან მდიდარი სარძლოს გაშვება არ უნდოდა.