ბრიტანელი დიზაინერი, პოპულარული ბრენდის, Stella McCartney-ს შემქმნელი სტელა მაკარტნი, უკვე დიდი ხანია, არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ სამოდელო სამყაროშიც განსაკუთრებით პოპულარულია და მისი კოლექციები ბევრი ადამიანისათვის შთაგონებაა. დღეს გაგიზიარებთ დიზაინერის რამდენიმე ფრაზას სტილისა და სილამაზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, თქვენთვის მოტივაცია აღმოჩნდეს:
ბედნიერების შესახებ
"სკოლაში სოფელში დავდიოდი, ამან კი რეალური ცხოვრების შესახებ ცოდნა მომცა, მარტივი საგნების მიმართ სიყვარული მასწავლა და კარგად დამამახსოვრებინა, რომ ბედნიერება არც დიდებიდან მოდის და არც ფულიდან."
ჰუმანური მოდის შესახებ
"თუ მე არ ვუჭერ მხარს ცხოველების მოკვლას საკვებისთვის, რატომ გავაკეთებ ამას მოდისთვის?” სტელა მაკარტნი ბუნებრივი ბეწვის გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მის კოლექციებში არაფერია ისეთი, რაც ცხოველთა უფლებებს არღვევს.
შთაგონების შესახებ
"გარემო შთამაგონებს. მასთან ჰარმონიულად ვმუშაობ."
წაიკითხეთ სრულად
სტელა მაკარტნი
სტელა მაკარტნი დაიბადა ლონდონში 1971 წლის 13 სექტემბერს, პოლ მაკარტნისა და ლინდა ისტმანის ოჯახში.
ბავშვობაში გოგონა, მისი ორი უფროსი და და უმცროსი ძმა მოგზაურობდნენ მსოფლიოში მშობლებთან და როკ-ჯგუფ Wings-თან ერთად. როგორც მამა ჰყვებოდა, ჯგუფ Wings-ის სახელწოდება სტელას დაბადებას უკავშირდებოდა — მშობიარობა რთული იყო და გოგონა ქვეყანას საკეისრო კვეთის საშუალებით მოევლინა. ამ დროს პოლი საოპერაციოს გარეთ ლოცულობდა, რომ შვილი „ანგელოზის ფრთებზე“ დაბადებულიყო.
მიუხედავად ცნობადობისა, მაკარტნის ოჯახს სურდა, რომ მათ შვილებს ეცხოვრათ ჩვეულებრივი ცხოვრებით, ამიტომ სტელა და დანარჩენი ბავშვები სწავლობდნენ აღმოსავლეთ სასექსის ადგილობრივ საჯარო სკოლაში. როგორც შემდგომში თავად იხსენებდა, როგორც „ბითლზის“ ერთ-ერთი წევრის ქალიშვილი, სკოლაში პრივილეგიებით არასოდეს სარგებლობდა, პირიქით, მისგან უფრო მეტს ითხოვდნენ. რაც შეეხება ცნობილი მამის შემოქმედებას, ის რეგულარულად აძლევდა თავის ქალიშვილს ახალი სიმღერების მოსმენის და ამავე დროს, მოწონების ან კრიტიკის გამოხატვის საშუალებას.