ქორწინების 11 წლის იუბილე და ოჯახური იდილია: "ნინა" ეკრანს მიღმა - Marao

ქორწინების 11 წლის იუბილე და ოჯახური იდილია: "ნინა" ეკრანს მიღმა

2024-08-27 11:51:04+04:00

12 წე­ლი­წა­დია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის,  "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია. მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნი­ნა­საც ეძა­ხის, რად­გან და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს. სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უწევს და სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. ქუ­ჩა­ში სცნო­ბენ, აჩე­რე­ბენ, ფო­ტოს იღე­ბენ, უღი­მი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უყ­ვართ.

სე­რი­ა­ლის მან­ძილ­ზე მის­მა გმირ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა, არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­და. ანა ნი­ნას თა­ნა­უგ­რძნობს, თუმ­ცა რა­ღა­ცებ­შიც არ ეთან­ხმე­ბა.

  • "კი, ლე­ვა­ნი არის მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა... ჩემი დიდი იმე­დი და საყ­რდე­ნია, ემო­ცი­უ­რად და მისი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­თაც მიყ­ვარს და მომ­წონს... " - ანა ტყებუჩავა "ნინას", მეუღლის, ოჯახისა და ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ  

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს ამ­ჯე­რად მო­რი­გი ტაიმ-აუ­ტის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. გარ­კვე­უ­ლი დრო­ით არ­ხმა შე­ა­ჩე­რა პრო­ექ­ტი, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი "ჩცდ"-ს ეთერ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ისევ იხი­ლავს. 

ანა ტყებუჩავა ნინას როლში 

"ეს როლი მა­შინ მომ­ცეს, როცა 22 წლის ვი­ყა­ვი. თან ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ეს წლე­ბი ბევრ ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. გა­მი­მარ­თლა იმა­შიც, რომ ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც უნდა იყოს, მეტი და უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

  • ანა ტყებუჩავა მეუღლესა და ოჯახზე: " ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა, გვიყვარს ერთმანეთი..." 

ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. "ჩცდ"-ს ყვე­ლა­ნი "პირ­ველ შვილს“ ვე­ძა­ხით და მისი წარ­მა­ტე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ყვე­ლაფ­რის დიდი გა­მარ­თლე­ბაა. კი, ჩემი რო­ლიც მთა­ვა­რია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თა­ნა­ვუგ­რძნობ, ბევრ რა­ღა­ცა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მეს­მის მისი..." - ამბობდა ანა. 

ანა ტყებუჩავას ოჯახი 

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ანა ტყებუჩავამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი რჩეული კინორეჟისორი ლევან ბარამიძე გახდა. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს.

"ჩვენც გაგვივლია ზღვარზე, ალბათ, მწვავე შეცდომებსაც ვუშვებთ, მაგრამ მთავარია სურვილი, გქონდეს ოჯახი, შეგეძლოს სიყვარულის გაფრთხილება და ზრუნვა ამ ურთიერთობაზე. ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა, გვიყვარს ერთმანეთი და ვზრუნავთ ჩვენს ურთიერთობაზე", - ამბობდა ანა. 

ამჯერად ანა და ლევანი ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავენ და სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებენ: