"დაბადების წამიდან გამორჩეული იყო. მეგონა მეჩვენებოდა, როგორც გაფრენილ დედას, უზომოდ შეყვარებულს თავის ოქროსფერ შვილზე, მაგრამ მართლა ასეა - უთბილესია, უსაზღვრო სიყვარულის და სითბოს გამოხატვა შეუძლია ამ უციცქნეს გოგოს. ყველა იმახსოვრებს და ყველას უყვარდება, რაც უდიდესი ღვთის წყალობაა.
გამორჩეულად ნიჭიერია და, ნეტავ, ყველაფრის სწორად გაკეთების საშუალება მომეცეს მისთვის, რამე არ შემეშალოს, სულ ამ თვითგვემაში ვარ. ბედნიერი, ჯანმრთელი, ჭკვიანი, კეთილი იყავი, დე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს ულამაზეს გულს შურისა და ბოროტების ნატამალი არ გააჩნდეს, რომ ეს განსაკუთრებული სხივი შიგნიდან სულ გინათებდეს, დე! დღეს დავიბადე რეალურად, მეგობრებო! მადლობა ნინას სიყვარულისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომლის ქალიშვილიც, ნინა კაშია, 2 წლის გახდა.
ნანუკა გულუას ოჯახი
„საერთოდ არ გვაქვს ლამაზი სიყვარულის ისტორია, ჩქარა მოხდა ყველაფერი, მეგობრობიდან უცებ ცოლ-ქმარი გავხდით. მერე პირველი შვილი, მეორე - მეორე. დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. ვიძახი, რომ კახას ბიძამ მომიყვანა ცოლად, მან გადაწყვიტა და ჩვენ დავეთანხმეთ“, - ამბობს ნანუკა რადიო "ფორტუნასთან".
„ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხომ არ გინდა, დოჩი გაგაცნოო. არა, მაგას ვინ აიტანს-მეთქი, ვუთხარი. კონფერენცია იყო და იქ გავიცანი. მაშინვე დაგვარქვეს ცოლ-ქმარი, არ ვიცი, რატომ მოხდა ეს. მერე ძალიან დავმეგობრდით. დოჩის როლის შესრულების დროს ძალიან ბუნებრივია, ცხოვრებაშიც არის ცოტა „დოჩი“. თუმცა, იქ როგორი მომთმენი მეუღლეც ჰყავდა, რეალურ ცხოვრებაში ასეთი არ შეხვდა, შესაბამისად, მთლიანად დოჩი ვერა… ვერ გაშალა ბოლომდე ფრთები”, - ამბობს კახა კაშია.
ნანუკას და კახას ორი შვილი, ნინა და იკა ჰყავთ. როგორც ნანუკა ამბობს, მას განსაკუთრებული მამა ჰყავდა და სურდა, მის შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ:
„საოცნებო ქმარია. მე მამა მყავდა, რომელიც სულ ოჯახისა და შვილებისთვის იყო. სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ. თუ არსებობს გამოთქმა „კრუხი დედა“, ეგეთი ვარ. შვილები არის აღმატებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ესენი კარგად მყავდნენ.
გავა-გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ. ნინა რომ გაჩნდა, ვიცოდი, რომ უნდა გადამედო ყველაფერი და აუცილებლად ჰყოლოდა და ან ძმა. დაჰყავს კიდეც. ახლა როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება.
თითქმის ყველაფერზე ვკამათობთ, მაგრამ კახას ძალიან მშვიდი ბუნება აქვს, ძალიან მომთმენია, ვაბალანსებთ ერთმანეთს. არის უზომოდ შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანი, აქვს თავისი ბიზნესი. არ არსებობს მიუღწეველი საქმე და მიზანი მისთვის“, - ამბობს ნანუკა გულუა.