სამი საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე - Marao

სამი საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე

2024-08-29 11:38:58+04:00

2024 წლის 28 აგვისტოს კინოს სამყაროსთვის მნიშვნელოვანი "მარათონი" დაიწყო და მომდევნო დღეები კინომანებს ნამდვილ დღესასწაულს ჰპირდება. ვენეციის კინოფესტივალის გარდა, რამდენიმე დღეში Telluride 2024-ს, მოგვიანებით კი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ამ ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი, ახალი, საუკეთესო ფილმების ჩვენებასთან ერთად, გამორჩეულად ჩაცმული ვარსკვლავებიც არიან, რომლებიც ჩვენს ყურადღებას ყოველთვის იმსახურებენ. 

ამჯერად გთავაზობთ სამ გამორჩეულ ჩაცმულობას ვენეციის კინოფესტივალიდან

მონიკა ბელუჩი

ფილმის Beetlejuice Beetlejuice პრემიერაზე მონიკა ბელუჩი Vivienne Westwood-ის შავი კაბით გამოჩნდა. გრძელი, მხრებზე აქცენტირებული დახვეწილი კაბა მსახიობმა ელეგანტურად მოირგო და წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან, ტიმ ბარტონთან ერთად პოზირებდა. ტიმი აღნიშნული ფილმის რეჟისორია და აღსანიშნავია ისიც, რომ უილემ დეფოსთან, ჯენა ორტეგასთან, უაინონა რაიდერთან და მაიკლ კიტონთან ერთად, Beetlejuice Beetlejuice-ში მონიკა ბელუჩიც თამაშობს. 

  • ცეცხლოვანი იტალიელის ახალი ფოტოები - 59 წლის მონიკა ბელუჩის შთამბეჭდავი კადრები 

კეიტ ბლანშეტი

დაუვიწყარი იყო ლეგენდარული კეიტ ბლანშეტის გამოჩენა ფესტივალის პირველ დღეს, ტიმ ბარტონის ფილმის Beetlejuice Beetlejuice ჩვენებაზე. კეიტმა Giorgio Armani Privé კუტიურის ღია ფერის კაბა მოირგო და წითელ ხალიჩაზე დახვეწილი, ელეგანტური ლუქით წარდგა. 

  • ხმაურიანი გამოჩენა იტალიაში: 66 წლის მადონა 28 წლის ფეხბურთელზეა შეყვარებული 

კეტრინ ო'ჰარა

ვენეციის კინოფესტივალზე ტიმ ბარტონის Beetlejuice Beetlejuice-ის  პრემიერისთვის, კეტრინ ო'ჰარამ Oscar de la Renta-ს შავი კაბა მოირგო. გრძელი, განსხვავებული ქსოვილით შექმნილი ელეგანტური სილუეტი ამ განსაკუთრებული დღისთვის შესანიშნავი არჩევანი აღმოჩნდა - 70 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა. 

  • ქალები ალენ დელონის ცხოვრებში, საინტერესო ფაქტები და მოგონებები ლეგენდის წარსულიდან