დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, აჩქარებულ ცხოვრების რიტმს ჯანსაღი ცხოვრების წესი შევუსაბამოთ. პატარ-პატარა სწორ ჩვევებს კი შეუძლიათ ჯანსაღი რუტინა ჩამოაყალიბონ. ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვევების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა ძალიან მარტივია, რაც თქვენი ორგანიზმისთვის ჯანმრთელობის მომტანიც შეიძლება იყოს.
გაღვიძებისთანავე ერთი ჭიქა წყლის დალევა ის მარტივი ჩვევაა, რომელიც ორგანიზმს ყველაზე ეფექტურად აფხიზლებს. 7-8-საათიანი ღამის ძილის შემდეგ სხეული ბუნებრივად დეჰიდრირებულია, ხოლო დილას წყლის დალევა ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გააქტიურებას, ღამის განმავლობაში დაგროვილი ტოქსინების გამოდევნასა და ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ვინაიდან ზოგჯერ ტვინს წყურვილი შიმშილში ერევა, ამ გრძნობას კი მსუბუქი დეჰიდრატაცია აძლიერებს, უზმოზე წყლის დალევა საკვების ჭარბი მიღებისგანაც გაგათავისუფლებთ.
რჩევისთვის: მსუბუქი დეტოქსიკაციისა და C ვიტამინის მისაღებად, დაამატეთ თქვენს წყალს ერთი ნაჭერი ლიმონი.
საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. საუზმის გამოტოვება არაჯანსაღი ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ნოყიერი, საკვები ნივთიერებებით გაჯერებული საუზმე ავსებს ორგანიზმს ენერგიით, აუმჯობესებს კონცენტრაციას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს.
იმისთვის, რომ საუზმიდან ყველა ეს სარგებელი მიიღოთ, საჭიროა დილის კვება რთული ნახშირწყლების, ცილებისა და ჯანსაღი ცხიმებისგან შედგებოდეს.
რომელია იდეალური საუზმე? შვრიის ფაფა გაფორმებული თხილეულითა და ჩირით.
შვრია საუზმის განუყოფელი ბურღულეულია, რომელიც სრულყოფილად ანაყრებს ორგანიზმს და არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. შვრია უჯრედისის იდეალური წყაროა, რომელიც ასევე შეიცავს რკინას, მაგნიუმსა და B ჯგუფის ვიტამინებს. საუზმედ შვრიის მიღება გეხმარებათ შეინარჩუნოთ ენერგია მთელი დღის განმავლობაში.
თხილეული, ჯანსაღი ცხიმების შემადგენლობით, საუზმის კვებით ღირებულებას რამდენჯერმე ზრდის. შესაბამისად, თუ საუზმეზე მიირთმევთ თხილეულს, ხანგრძლივად იგრძნობთ თავს დანაყრებულად.
შვრიის ფაფასა და თხილეულს შეგიძლიათ დაუმატოთ ჩირეული, რომელიც თქვენს საუზმეს ბუნებრივ სიტკბოს შემატებს. ხოლო მასში შემავალი C ვიტამინი, კალიუმი და უჯრედისი აუმჯობესებს მონელების პროცესს და ეხმარება ორგანიზმს ენერგიით დამუხტვაში.
სამივე ინგრედიენტი ქმნის გემრიელ და ნოყიერ საუზმეს, რომელიც გეხმარებათ, დღე ჯანსაღად დაიწყოთ.
მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე რთულია, ვარჯიში ჩვევად ჩამოყალიბდეს, სულ მცირე ფიზიკური აქტივობაც კი იდეალურია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. რეგულარული მოძრაობა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ენერგიის დონეს, გამოჰყოფს ენდორფინებს და შესაბამისად - აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ეცადეთ, ჩვევად აქციოთ ყოველდღიურად თუნდაც 10-წუთიანი ფეხით სიარული, მარტივი ვარჯიშები (ბუქნები) და გაწელვები.
იდეალური ვარიანტია კვებიდან კვებამდე შიმშილის გრძნობის შესამცირებლად და ენერგიის შესავსებად. ამისთვის აუცილებელია, პროტეინებით, ჯანსაღი ცხიმებითა და უჯრედისით მდიდარი ხემსი შეარჩიოთ, როგორებიცაა: თხილეული და ჩირეული. ორივე მათგანი დიდი ხნის განმავლობაში განაყრებთ, რაც შემდგომში შეამცირებს მოთხოვნილებას ჭარბი საკვების მიღებაზე.
სნექების მირთმევა მარტივად რომ გადაიზარდოს ჩვევაში, მათი დამზადება სახლშიც არის შესაძლებელი. აიღეთ თქვენი ფავორიტი თხილეული (ნუში, ფსტა, არაქისი, ქეშიუ), დაუმატეთ ჩირეული (შავი ქლიავის, ვაშლის, გარგრის), მოასხით თაფლი ან სიროფი და ჯანსაღი სნექიც მზად არის.
მიუხედავად იმისა, რომ დილით ყავის მირთმევა შეუცვლელი ჩვევაა, დღის მეორე ნახევარში კოფეინის მიღებას შეუძლია ხელი შეუშალოს ძილსა და უარყოფითად იმოქმედოს ორგანიზმზე.
კოფეინი ორგანიზმში, სულ მცირე, 5-6 საათი რჩება. შესაბამისად, თუ მას შუადღით მიიღებთ, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს თქვენი ძილის ხარისხზე. ძილის პრობლემები კი სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელია. ამიტომ, უმჯობესია დილით ყავის მიღების ჩვევა ჩვევად დარჩეს, მხოლოდ ერთი გამონაკლისით - აუცილებლად საუზმის შემდეგ. დღის მანძილზე სითხის მოთხოვნილება კი უმჯობესია მცენარეული ჩაით ან წყლით ჩანაცვლდეს.
აღნიშნული პატარ-პატარა ჩვევები გეხმარებათ შექმნათ ჯანსაღი ცხოვრების რუტინა, რომელიც თქვენს სხეულს სიმშვიდესა და კეთილდღეობას მოუტანს. ჯანსაღი საკვების მომარაგება კი ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ, რომელიც მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინშეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
R