საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
მარიანა აჩბას კარიერა
"ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ამას ბავშვობაში გაჯერებენ, არამედ მე მჭირდება მუსიკა იმისათვის, რომ ვიგრძნო თავი ისე ბედნიერად, როგორც ვგრძნობ...
ახლა პარიზში ვარ, ჩემს სახლში. რომ დავიბადე, ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდით აქ და მერე გადავედით საქართველოში.
პარიზში ვსწავლობდი კინოაკადემიაში, სარეჟისოროზე და სულ ვფიქრობდი, რატომ დავანებე დაკვრას თავი. 5 წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. შემდეგ11 წლისამ თავი დავანებე. მუსიკას 18 წლის ასაკში დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თითქოს მანამდე არასდროს დამიკრავს. ძალიან ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე. შემდეგ, პარიზში რომ დავბრუნდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და გული მწყდებოდა, რომ დავთმე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ისევ თავიდან ვცადე, პატარა პროგრესი დავინახე და მუსიკასთან გაუცხოებაც გაქრა. როცა გავიგე, რომ პირველი კონცერტი უნდა დამეკრა, მთელი სამი თვე ვნერვიულობდი. ეს იყო იმ 15 წლის ღელვა ერთიანად. სიზმარივით მახსოვს, რაც შეუძლებელი მეგონა, უნდა დამემტკიცებინა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შემიძლია", - ამბობდა მარიანა.
მარიანა აჩბას პირადი ცხოვრება
წლების წინ ცნობილი იყო, რომ "აფხაზი პრინცესა", უმშვენიერესი მარიანა, მუსიკოს ნიაზ დიასამიძისა და მსახიობ მაია გელოვანის ვაჟზე, თემურიკო დიასამიძეზე იყო შეყვარებული. მაშინ წყვილი ერთობლივ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. ცნობილი ოჯახის ორი გამორჩეული სახე, თემურიკო და მარიანა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, თუმცა მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდნენ. ამჯერად კი მარიანა კვლავ თემურიკოსთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
მარიანა აჩბასა და თემურიკო დიასამიძეს ბევრი საერთო აქვთ. მარიანა ცხოვრების დიდ ნაწილს პარიზში ატარებს, ის სწავლობს და საქმიანობს; თემურიკოს ოჯახს კი საფრანგეთთან წინაპრები აკავშირებს. გარდა ამისა, მარიანა აჩბა თემურიკოს ბიძის, დიზაინერ ჯაბა დიასამიძის მთავარი მუზაა. ჯაბა დიასამიძე მარიანას დეიდასთან, მაკა ასათიანთან და მის ოჯახთანაც მეგობრობს.