18 წლის ლიზა კობერიძე Victoria's Secret-ის კასტინგზე - ვინ არის უმშვენიერესი ქართველი მოდელი - Marao

18 წლის ლიზა კობერიძე Victoria's Secret-ის კასტინგზე - ვინ არის უმშვენიერესი ქართველი მოდელი

2024-09-04 14:32:47+04:00

Victoria's Secre-ი 5-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ხმა­უ­რი­ა­ნად ბრუნ­დე­ბა. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი შოუ წელს კვლავ გა­ი­მარ­თე­ბა. ამ დრო­ის­თვის კი მო­დე­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • "ამომავალი ვარსკვლავი" - ანა ნაცვლიშვილის ოჯახი, ცხოვრების სტილი და შთამბეჭდავი ფოტოები 

ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ლიზა კო­ბე­რი­ძე გა­მოჩ­ნდა.

ლიზა კობერიძე

2021 წელს, რო­დე­საც ლიზა 16 წლის იყო, მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულ­ზე, Dolce & Gabbana-ს ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და. ლიზა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ მო­დე­ლია. სა­ა­გენ­ტოს კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ან­მა იმ პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლი­ზას შე­სა­ხებ წერ­და.

  • მატილდა მსახიობის ამპლუაში - უმშვენიერესი ქართველი მოდელის განსხვავებული როლი 

"ლიზა ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი გმი­რია. ლიზა ნა­ტა­ლი­დან / ნა­ტა­ლის ლიზა, 12 წლის იყო, როცა "ნა­ტა­ლის" დიდ ოჯახ­ში შე­მო­ა­ბი­ჯა, და­ნახ­ვის წუ­თი­დან Top გო­გოს ვე­ძახ­დი. დიდი გზა გა­ვი­ა­რეთ, დიდი შრო­მა ჩადო, აქამ­დე რომ მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. ჯერ და­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლო­თი (რად­გან რო­გორც ნატა იტყო­და: ჯერ შენს ქვე­ყა­ნა­ში უნდა შედ­გე და შემ­დეგ სხვა­გან და­იმ­კვიდ­რო თავი), შემ­დეგ იტა­ლია “Smart Bambina” იყო 13 წლის ლი­ზას მეტ­სა­ხე­ლი, შემ­დეგ - დიდი ტო­კიო, კო­რეა და ახლა მი­ლა­ნი, ერთ-ერთი დიდი სა­ა­გენ­ტოს წევ­რი გახ­და და დღეს მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულს ამ­შვე­ნებს ჩემი "Top გოგო“.

P.S რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია, პა­ტა­რა ლიზა ნა­ტას იც­ნობ­და, მისი პირ­ვე­ლი მზა­დე­ბა პო­დი­უ­მის­თვის სწო­რედ ნა­ტას ხელ­ში მოხ­და.

ეს იმ ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის ხურ­ჯი­ნი­დან არის ერთ-ერთი, ცა­ცუ­ლიკ, რო­მელ­საც შეგ­პირ­დი, რომ შე­ვას­რუ­ლებ­დით...“ - წერ­და მა­შინ მა­რი­ა­მი.

ცნო­ბის­თვის, Victoria's Secret-ის შოუ 15 ოქ­ტომ­ბერს ნიუ-იორკში გა­ი­მარ­თე­ბა. შო­უ­ზე ცნო­ბილ მო­დე­ლებ­თან ერ­თად ახალ­ბე­დებ­საც ვი­ხი­ლავთ.

ნახეთ ფოტოები