ესთეტიკური გინეკოლოგია და საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე ზრუნვა თანამედროვე ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია.
ესთეტიკური გინეკოლოგია არის მედიცინის თანამედროვე სფერო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქალის სასქესო ორგანოების სხვადასხვა დეფექტისა და პათოლოგიის, ჰორმონალური ცვლილებების, ტრავმების და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების პრობლემების მოგვარება. მასში ერთიანდება:
ესთეტიკური გინეკოლოგია მოიცავს ქირურგიულ ჩარევებსა და არაქირურგიული მანიპულაციებს. სასურველი მეთოდის შეჩევა და გამოყენება დამოკიდებულია ჩვენებებზე, პათოლოგიური პროცესის ხარისხსა და სირთულეზე.
თითოეული დასახელებული პრობლემა რეალურია და ყურადღებას საჭიროებს. სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება დაკავშირებულია როგორც ქალის ჯანმრთელობასთან, ისე მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან. მართალია, ეს თემა გარკვეულწილად ტაბუდადებული იყო წლების განმავლობაში, მაგრამ დღეს ასე აღარ არის და უამრავი ქალი სათანადო ყურადღებას აქცევს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აუცილებელია იცოდეთ, რომ ესთეტიკური გინეკოლოგიის ყველა პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, 30-დან 60 წუთამდე. ესთეტიკური გინეკოლოგია მოიცავს საინიექციო პროცედურებს, ოპერაციის გარეშე. ერთადერთი გამონაკლისია ლაბიოპლასტიკა, სასირცხო ბაგეების კორექცია, რომელიც ხდება სკალპელის გამოყენებით, მაგრამ ისევ ადგილობრივი ანესთეზიით.
ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით მაღალი დონის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს „ნეო-ნეო“, რომლის დამფუძნებელმა ეკა დარასელიამაც სულ ახლახან შექმნა ახალი გამორჩეული სივრცე, ფსიქოლოგიისა და სექსოლოგიის ცენტრი „4&8“. ცენტრი აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც კომპლექსური მიდგომით სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კერძოდ, "4&8" გთავაზობთ ოთხი ძირითადი მიმართულების დიაგნოსტირებას და მკურნალობას:
კლინიკის პროფესიონალი ექიმები ქალებს ეხმარებიან დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის სწორად წარმართვაში. პაციენტების უმრავლესობა, რომლებმაც ჩაიტარეს ესთეტიკური პროცედურები ინტიმურ ზონაში, აღნიშნავენ სექსუალური მგრძნობელობის ხარისხის გაუმჯობესებას, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კომფორტს; თვითშეფასების გაზრდას; ლიბიდოს გაუმჯობესებას; კუნთების ტონუსის გაუმჯობესებას.
ინტიმური კოსმეტოლოგიის ეფექტი გრძელდება 6-9 თვის განმავლობაში, რის შემდეგადაც, სურვილისამებრ, შეიძლება პროცედურის გამეორება. ლაბიოპლასტიკის ეფექტი კი მუდმივია.
R