"ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულიად არაჩვეულებრივი ფილმი - "აპრილი" - ასე იწყებს Variety რეცენზიას, რომლის შესახებაც უკვე ბევრს საუბრობენ. დეა კულუმბეგაშვილის ფილმში, რომელიც 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი, კახა კინწურაშვილი, მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი თამაშობენ. რეჟისორი და მსახიობები ფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისა და ქვეყნის დიდი წარმატებაა, ქართველმა მაყურებელმა ყურადღება სხვა დეტალებზეც გაამახვილა. მაგალითად, სოციალურ ქსელში კადრების გავრცელების მომენტიდან, აქტიურად განიხილავენ მსახიობ ია სუხიტაშვილის კაბას.
უმშვენიერესი თეთრი კაბა, რომელსაც განსაკუთრებულ აქცენტს დეკოლტე და შავი ხელთათმანები სძენს, მსახიობმა ფილმის პრემიერამდე, წითელ ხალიჩაზე მოირგო. ია თავადაც არისტოკრატული გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა, კაბა კი მის სტილსა და გემოვნებას იდეალურად ერგებოდა. მსახიობი მსგავსი სტილის კაბით გამოჩნდა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც, როგორიც 2015 წლის "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალი იყო.
"აპრილი" 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე
"აპრილის" სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ექიმ-გინეკოლოგია და საავადმყოფოში მუშაობს. მთავარი ამბავი კი მაშინ იწყება, როცა ნინას მორიგეობის დროს ახალშობილი იღუპება.
ფილმის შესახებ ჩვენ არაერთი საინტერესო რეცენზიის წაკითხვა უკვე შეგვიძლია, მაგალითად, IndieWire-ის მიხედვით, დეა კულუმბეგაშვილი არის ის მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, რომ საკუთარი ნამუშევრით მაყურებელს განსაკუთრებული ემოციები გაუღვივოს.
ფილმის ვრცელ მიმოხილვას გვთავაზობს ამერიკული გამოცემა Variety. "აბორტი საქართველოში ოფიციალურად ლეგალურია, ქალს შეუძლია მოითხოვოს ორსულობის შეწყვეტა 12 კვირამდე, მაგრამ ამ პრაქტიკისადმი მწვავე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ფონის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი იპოვის კლინიკას, რომელიც დათანხმდება ამ პროცედურის შესრულებას. მაშასადამე, ეს მოჩვენებითი უფლება და ერთ-ერთი გზაა, რითაც ქალების უფლებები იზღუდება. სამყარო ხომ უფრო მეტ თავისუფლებას გვპირდება, ვიდრე გვაძლევს.
ია სუხიტაშვილი 1980 წლის 29 აგვისტოს დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მას სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ წარმატებულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ლევან კოღუაშვილი, გიორგი აგლაძე, რუსუდან ჭყონია, ანა ურუშაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლევან თუთბერიძე და სხვ. დასამახსოვრებელია მისი როლი პოპულარულ სერიალში "ცხელი ძაღლი".
მის მიერ მიღებული ჯილდოებიდან აღსანიშნავია: