დების პირველი შეხვედრა: ანნა და ლილი - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ფოტოებს გვიზიარებს - Marao

დების პირველი შეხვედრა: ანნა და ლილი - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ფოტოებს გვიზიარებს

2024-09-07 21:04:13+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ყოფილი "მის საქართველო", მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და მისი მეუღლე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გოგონას მშობლები გახდნენ. ახალშობილს ლილი დაარქვეს და სასიხარულო სიახლე მეოგბრებსა და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელშიც გაუზიარეს. "დები" - წერს ჯანეტი საკუთარ გვერდზე და ანნასა და ლილის შეხვედრის კადრებს გვიზიარებს. 

  • "დაუჯერებლად ლამაზი ქართველი ქალი" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ახალი ფოტოები 

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი 

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

  • „უსაყვარლესი ოჯახი ხართ“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანერ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილიმ ანნა და ლილი ჰყავთ.

  • „ენაჭიკჭიკა გოგო" - ლექსი მამაზე: ჯანეტ ქერდიყოშვილი ანნას უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს 

რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.