„მიყვარხარ, ირაკლი ნოზაძე! ერთად ყოფნის 9 წელი“, – წერს ია დუდაშვილი და მნიშვნელოვანი თარიღის ულამაზეს კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.
ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე
ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი უფროსი შვილი ნიაკო ნოზაძე, რომლის ვიდეოებსა და ფოტოებსაც ია დიდი ხანია, აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს. ია დუდაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია და გამომწერებს ამ მიმართულებითაც აძლევს რჩევებს.
"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.
ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.
ირაკლი ნოზაძე ანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.წარსული ურთიერთობების შესახებ მას არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ:
„ჩვენი ქორწინება გაგრძელდა წელიწად-ნახევარს. ამ გადმოსახედიდან, ახლა რომ ვუყურებ, რადიკალურად სხვადასხვა ადამიანები ვართ. ეს ოჯახი, ასე ვთქვათ, ვერ „გაქაჩავდა“. იმდენად მძიმედ გადავიტანე, რომ ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. თან, ზუსტად ისეთ ასაკში მოიყარა თავი ამ ყველაფერმა, როცა ინტერესები იყოფა. იყო შეცდომები. დაემთხვა პოპულარობას, მოჰყვა შეცდომები, გაბლატავება. ამ ყველაფერმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობა.
მეორე მეუღლესთან ამეწყო ურთიერთობა, ბევრი ბედნიერი დღე იყო. შეგვეძინა შვილი, პირველი ვაჟკაცი, საამაყო ლუკას ნოზაძე. მერე წავედით ამერიკაში, ორი წელიწადი ნიუ-იორკში ვცხოვრობდით. იქ ყოფნის პერიოდმა ძალიან ბევრი ცუდი დაღი დამიტოვა. აქ რომ დავბრუნდი, თითქოს გვიან მოიქნია ამ ყველაფერმა კუდი…“ - ამბობდა ის.
ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან ორ უსაყვარლეს შვილს, ნია და დანიელ ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.