მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. კომპლიმენტებს შორის გამორჩეულია ერთი ამბავი, რომელსაც ნინო გაჩეჩილაძის შესახებ მისი გულშემატკივარი იხსენებს:
"ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" გადაღებაზე ვიყავი. აღარ მახსოვს, რამდენი წლის წინ იყო, მაგრამ პატარა ვიყავი, ახლა 25-ის ვარ. ეკრანკდან კატოს პერსონაჟს ლამაზად აღვიქვამდი, მაგრამ, როცა დავინახე... ენა ჩამივარდა... მართლა… ყველა დაკავებული იყო, სცენები ჩქარა-ჩქარა უნდა გადაეღოთ, ისედაც გვეწელება და მსახიობებს სპექტაკლები აქვთქო. "კატომ" ჩვენთან ფოტო მაინც გადაიღო და თავისი უბრალოებით, სილამაზითა და სინაზით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ოდრი ჰეპბერნს როგორ გავხართ-მეთქი და უდიდესი მადლობა ისე გადამიხადა, თითქოს პირველად გაიგო. მერე ვფიქრობდი ხოლმე, როცა სოციალურ ქსელში მის ფოტოებს ბევრი გვერდი დებდა და დიდ მსახიობს ადარებდა, ალბათ, ჩემი სიტყვებიც მობეზრებული ჰქონდა, მაგრამ მაინც როგორ მიიღო, ჩაგვეხუტა, გავკოცა და სითბო გვაჩუქა. მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, რა ბედნიერია ადამიანი, როცა გარეგან, სრულყოფილ სილამაზესთან ერთად, შიგნიდანაც ასეთია", - წერენ ფოტოს კომენტარებში.
კინოსა და თეატრის მსახიობი, უმშვენიერესი ნინო გაჩეჩილაძე, 1980 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ თბილისის № 100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.
წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა "ჩემი ცოლის დაქალებისა", მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "წვრილვარსკვლავთა ღამე“, "ტაქსი“ და სხვ. თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვ.
44 წლის მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვია. “რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ადამიანმა, ამ შემთხვევაში ქალმა, როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას ასიამოვნოს ამით. თითქოს მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა“, - ამბობდა ნინო გაჩეჩილაძე.