ჯემალ ბაღაშვილი იუბილარია – მაესტრო დღეს 83 წლის გახდა.
მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს მუსიკოსი გია ბაღაშვილი და წერს, რომ ბედნიერია, რადგან მისი შვილია:
„დღეს მამაჩემი, ჯემალ ბაღაშვილი, 83 წლის გახდა!
მამა, გილოცავ დაბადების დღეს!
დიდხანს, დიდხანს მყავდე ჯანმრთელად და მხნედ!
ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი ვარ! “ – წერს გია ბაღაშვილი.
ჯემალ ბაღაშვილი
ჯემალ ბაღაშვილი ქართველი მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი, თბილისის საპატიო მოქალაქეა. 1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი. თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება 1973 წელს.
1961–1964 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი. 1964–1968 წლებში — ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს „ლილეს“ სოლისტი. 1968 წლიდან ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოთა ავტორი. მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. მას ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი. 1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის „ლომისის“ გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია.