რას ვერ იყოფენ ყოფილი დაქალები - თინა კანდელაკი და ქსენია სობჩაკი? - Marao

რას ვერ იყოფენ ყოფილი დაქალები - თინა კანდელაკი და ქსენია სობჩაკი?

2013-03-26 16:12:33+04:00

თინა კანდელაკი და ქსენია სობჩაკი არა მარტო კოლეგები იყვნენ, არამედ ახლო მეგობრებიც; არა მარტო ერთად მიჰყავდათ სხვადასხვა ცერემონია და კორპორატივი, არამედ ერთად ჩნდებოდნენ ელიტურ საღამოებზე და პირდაპირ სცენაზე ერთმანეთს ვნებიანადაც კოცნიდნენ.

იმის შესახებ, რა გახდა ყოფილ მეგობრებს შორის "ცივი ომის" მიზეზი, კანდელაკმა საკუთარ მიკრობლოგში ისაუბრა. თავის მხრივ, სობჩაკმა ყოფილი დაქალის პოსტებს სიცრუე უწოდა.

ყოფილ მეგობრებს შორის შუღლი პოლიტიკური უთანხმოებით დაიწყო. მთავრობის თავგადაკლულ დამცველს თინა გივიევნას აშკარად ვეღარ უგებდა ოპოზიციონერი და მეტიც, რევოლუციონერი ქსენია ანატოლიევნა.

"რკინის ლედიმ" გადაწყვიტა, საზოგადოება სიტუაციაში გაერკვია და მიკრობლოგში დაწერა:

"თავისუფლებისა და სიმართლისთვის" მებრძოლ სობჩაკს ყოველთვის აღელვებდა ჩემი პირადი ცხოვრება და ფული... მაშ ასე, მე ბედნიერი ვარ და მდიდარი, რასაც მასაც ვუსურვებ. დამიჯერეთ, პუტინი ამაში ხელს არავის უშლის. საკუთარი თავის ხელისშემშლელები მხოლოდ თქვენ ხართ" - დაწერა კანდელაკმა Instagram-ში.

ასევე, ტელეწამყვანმა გადაწყვიტა, კომენტარი გაეკეთებინა სობჩაკის გამოხდომებზე, რომელიც კანდელაკისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ურთიერთობას შეეხება: "ასევე, ქსენიას ძალიან ანერვიულებს ჩემი ურთიერთობა კადიროვთან. მახსოვს, რა სიამოვნებით ულოცავდა ის რამზანს დაბადების დღეს და ცდილობდა მასთან კარგი ურთიერთობის დაჭერას, როგორც ყოველთვის, რაღაცის გამორჩენის იმედით, მაგრამ არ გამოუვიდა. არა უშავს, ხდება ხოლმე".

კიდევ ერთი მიზეზი ყოფილ მეგობრებს შორის შუღლის ჩაგდებისა კომპანია "აეროფლოტი" გახდა. საქმე ისაა, რომ ახლახან ქსენიას მეგობარს, "აეროფლოტის" დირექტორთა საბჭოს წევრს ალექსეი ნავალნის PR-კომპანია "აპოსტოლთან" უკმაყოფილება მოუვიდა. აღსანიშნავია, რომ "აპოსტოლის" ერთ-ერთი მეწილე თინა კანდელაკია. ნავალნის მტკიცებით, ორ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებში კანონდარღვევაა.

კანდელაკმა ამ თემასაც დაუსვა წერტილი: "4 წლის წინ, როცა მე და ქსენიას მიგვყავდა გადაცემა "ორი ვარსკვლავი", ვუთხარი, რომ აღარ მაინტერესებს ტელეწამყვანობა. შევთავაზე, ერთად დაგვეწყო იმაზე საინტერესო საქმე, ვიდრე სიმღერების გამოცხადება იყო. ქსენიას უამრავი ნაცნობი ოლიგარქი ჰყავდა, რომლებსაც ბიზნესები ჰქონდათ, ხოლო კომუნიკაციითა და PR-ით ბევრი მათგანი ვერ დაიკვეხნიდა.

ქსენიამ მაშინ დამცინა და შემომთავაზა, მეტი მეფიქრა კორპორატივებზე, რომლებსაც მაშინ ერთად ვუძღვებოდით. ფინანსურად ის ჩემზე კარგად იყო: სახლი, სავიცკის ნაჩუქარი "ბენტლი", ბრილიანტები და იმის საშუალება, რომ ცხოვრებით დამტკბარიყო. მე სხვა გზა ავირჩიე, რაშიც იმ დროს ძალიან დამეხმარა ალიოშა ბროვკო. ჩვენ ერთად შევქმენით კომპანია, რომელიც არ უშინდება არანაირ ტენდერს. და ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან კარგად იციან, რომ საუკეთესოები ვართ.

ყოველდღე, როცა "აპოსტოლში" მოვდივარ და მთელ დღეს აქ ვატარებ, ვხვდები, რომ ტყუილად არ გაიყარა 4 წლის წინ კარდინარულად ჩემი და სობჩაკის გზები. მე მინდა ვაშენო და არ მაინტერესებს ნგრევა."

ქსენია სობჩაკი გააოცა კანდელაკის პოსტმა და პასუხიც გასცა:

"მომავალზე საუბარი ჩვენ შორის მართლაც გაიმართა, მაგრამ სულ სხვაგვარად. თინას გულწრფელად უკვირდა, რატომ დავფრინავ ქალაქიდან ქალაქში და მყავს ამდენი გავლენიანი ნაცნობი. ის მეუბნებოდა, რომ ახლა მთელი ფული ჩინოვნიკების ხელშია და რამენაირად უნდა ვეცადოთ, მათ ბიუჯეტამდე მივაღწიოთ. ის  ერთობლივი ბიზნესის გაკეთებას შემდეგნაირად მთავაზობდა – მე უნდა მეშოვა უფასოდ შენობა, რომელიც ჩემს სახელზე იქნებოდა გაფორმებული. თინა კი, თავის მხრივ, მოუფიქრებდა ამ შენობას დატვირთვას. მე ეს მაშინვე ცინიკურობად მომეჩვენა და მართლაც სხვა გზა ავირჩიე, რითაც ძალიან ვამაყობ", - დაწერა სობჩაკმა კანდელაკის საპასუხოდ.

ამჟამად ქსენია მიხაილ პროხოროვის ჟურნალ "სნობის" სპეცპროექტების კოორდინატორია. გასულ წელს კი სობჩაკმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა რუსეთის ოპოზიციის კოორდინაციულ საბჭოში.