„გვაჩვენე შენი ხმის“ მესამე სეზონი საინტერესოდ გაიხსნა. ანი ნამგალაძემ ჟიური თავისი სილამაზითა და ნიჭიერებით გააკვირვა.
მას ჯულიეტას როლი ჰქონდა მორგებული და კარგად ჩანდა მისი მსგავსება მსახიობ ოლივია ჰასისთან, რომელიც „რომეო და ჯულიეტას“ ცნობილ ეკრანიზაციაში ჯულიეტას როლს ასრულებს.
ოლივია ჰასი
ოლივია ჰასი დაიბადა 1951 წლის 17 აპრილს ბუენოს- აირესში. კათოლიკე მშობლების ოჯახში. მამა - ანდრეას ოსუნა - ოპერის მომღერალი იყო და გამოდიოდა ისვალდო რიბოტის ფსევდონიმით. დედა ჯოი ჰასი წარმოშობით ინგლისიდან იყო.
როდესაც ოლივია ორი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ხუთი წლის შემდეგ დედამ იგი და მისი უმცროსი ძმა ანდრია ლონდონში წაიყვანა. იქ ოლივიამ დედის გვარი მიიღო. ამ დროის განმავლობაში ის რამდენჯერმე გამოჩნდა ტელესპექტაკლებში.

13 წლის ასაკში მიიღო პირველი როლი. მონაწილეობდა ორ კინოფილმში. აქ იგი შეამჩნია რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ, რომელიც უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით აპირებდა ფილმის- „რომეო და ჯულიეტა“ -ს გადაღებას და ეძებდა მსახიობს ჯულიეტას როლისათვის. 500 კონკურსანტიდან რეჟისორმა ოლივია შეარჩია.