რა არის ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ - Marao

რა არის ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ

2024-09-18 21:20:53+04:00

ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც ცნობილია, ის დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.