"დაბადების დღეს აღვნიშნავ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს; მადლობელი ვარ ყოველი წამისთვის" - გიორგი ქოჩორაშვილის რჩეული იუბილარია - Marao

"დაბადების დღეს აღვნიშნავ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს; მადლობელი ვარ ყოველი წამისთვის" - გიორგი ქოჩორაშვილის რჩეული იუბილარია

2024-09-19 10:23:26+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული სანდრა მენდოსა იუბილარია.

სანდრა „ინსტაგრამზე“ კადრებს გვიზიარებს, როგორ აღნიშნა იუბილე უახლოეს ადამიანებთან ერთად.

  • "ჩემი სიყვარული" - ლუკა ლოჩოშვილი და სალომე ლაშხი მოგზაურობიდან კადრებს გვიზიარებენ 
  • "როგორ უხდებით ერთმანეთს" - გიორგი ქოჩორაშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

გიორგი ქოჩორაშვილის ოჯახი

 გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული. 25 წლის ვარსკვლავი 2018 წელს წავიდა ესპანეთში და დღემდე იქ ცხოვრობს.

გიორგი შეყვარებულია, მისი რჩეული სანდრა მენდოსაა. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა. 

"სანდრა ვალენსიაში გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა" - ამბობდა გიორგი ქოჩორაშვილი.