რა გახდა კესარია აბრამიძის მკვლელობის მოტივი -"ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, კესარიასთან ასულ­მა ვნა­ხე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და წყო­ბი­დან გა­მო­ვე­დიო..." - Marao

რა გახდა კესარია აბრამიძის მკვლელობის მოტივი -"ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, კესარიასთან ასულ­მა ვნა­ხე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და წყო­ბი­დან გა­მო­ვე­დიო..."

2024-09-19 16:19:11+04:00

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ც­ველებ­მა იმ დროს აიყ­ვა­ნეს, როცა ის ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და.

ბექა ჯა­ი­ანს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ მი­დის ბრალ­დე­ბუ­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით, 14 წუთ­ში რო­გორ ტო­ვებს სა­დარ­ბა­ზოს.

მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გეს, აბ­რა­მი­ძის სახ­ლთან მი­სულ­მა მე­ზო­ბელ­მა კი ახალ­გაზ­რდა ქალი მოკ­ლუ­ლი იპო­ვა. მას არა­ერ­თი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მე­ზობ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით­ვე, აღ­ნიშ­ნულ მა­მა­კაცს ისი­ნი ხში­რად ხე­დავ­დნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, აბ­რა­მი­ძეს ბექა ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან მუ­ქა­რა­ზეც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია.

წაიკითხეთ სრულად

კესარია აბრამიძის ბავშვობა 

"ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. ვგრძნობ შინაგანად, რომ შევდექი. მე ბავშვობაში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს ასეთად და არამხოლოდ ვხედავდი, ვხატავდი კიდეც", - ამბობდა კესარია აბრამიძე. 

"14 წლის ვიყავი, როცა დედამ პირველად მიმიყვანა ექიმთან. მაშინ ექიმებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ. მე ვიყავი ის, ვინც გზა გაკვალა ამ მიმართულებით და მაშინ ყველა სილა მე მომხვდა. 13 წლის ვიყავი, როცა დედას გამოვუცხადე, რომ დამოუკიდებლად მინდოდა ცხოვრება. დედა მაშინ შოკში იყო, მეუბნებოდა, სად უნდა წახვიდე, სად უნდა იცხოვროო. 15 წლის ვიყავი, როცა სახლიდან წავედი და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. ყველა გაგიჟდა, ჩემი ნათესავებიც, ნაცნობებიც, თუმცა დღეს ძალიან აფასებენ ჩემს ყველა ნაბიჯს და ტაშს მიკრავენ, იმიტომ, რომ ყველა დაბრკოლება გავიარე", - იხსენებდა ის. 

  • „საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“, – როგორ ემშვიდობებიან კესარია აბრამიძეს ქართველი ცნობილი სახეები 

კესარია ბავშვობის შესახებ იშვიათად საუბრობდა, თუმცა წლების წინ გადაღებულ ფოტოებს მეგობრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებდა. ფოტომ წარწერით - "მე აწყობამდე" ყველა სოციალური ქსელი მოიარა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.

კესარია აბრამიძის ოჯახი 

კესარია აბრამიძეს ჰყავს დედა, ალისა, რომელიც ეროვნებით უკრაინელია. როგორც არაერთ ინტერვიუში ამბობდა, დედა მისთვის ყოველთვის პირველი მეგობარი იყო: "დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, პირველად ექიმთან სწორედ დედამ 14 წლის ასაკში მიმიყვანა. გავიარე ფსიქოლოგიური დაკვირვება. 14 წლის უკვე ძალიან ლამაზი გოგო ვიყავი, მეტიც, 13 წლის ასაკში ერთ-ერთი ქორწილიდან მომიტაცეს, რაზეც ჩემი მშობლები გაგიჟდნენ. 

დედაზე კარგი მეგობარი მე არ მყავს. რაღაც ასაკში მეუბნებოდა, რომ რაღაცები ისე არ გამეკეთებინა, როგორც ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი წლის წინ,  ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, რომ, იცი, რა?! იცხოვრე ისე, როგორც გინდა, იმიტომ, რომ მეც მინდოდა ეს ყველაფერი ბავშვობაში და ჩემს თავს ვხედავ შენშიო. 

წაიკითხეთ სრულად