როგორ იქცა მოღალატის ქვეყნის მოღალატის ქალიშვილი მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიან ქალად - შეიხა მოზას ისტორია - Marao

როგორ იქცა ქვეყნის მოღალატის ქალიშვილი მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიან ქალად - შეიხა მოზას ისტორია

2024-09-20 12:26:32+04:00

მოზა ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტის და ალ მუჰანადას- ბანი ჰაჯერის კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნასერ ბინ აბდულაჰ ალ-მისნედის ქალიშვილია. ნასერ ბინ აბდულაჰ ალ-მისნედი პოლიტიკური საქმიანობისა და ყოფილი ამირას აჰმად ბინ ალი ალ ტანის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დაპატიმრებული იყო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 1964 წელს ალ-მუჰანადას მთელი კლანი მისი თაოსნობით ნებაყოფლობით გადასახლდა ქუვეითში. ნასერი კატარში დაბრუნდა უახლოეს ნათესავებთან ერთად 1977 წელს, როდესაც მისი ქალიშვილი მოზა დაქორწინდა კატარის პირდაპირ მემკვიდრე ჰამად ბინ ხალიფა ალ თანზე. 

  • Victoria's Secret - რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის შემქმნელმა 
  • დედის ნარკოდამოკიდებულება, 4 არშემდგარი ქორწინება და ძალადობის ბრალდება - ლაიზა მინელის ცხოვრების უცნობი დეტალები 

განათლება

მოზამ განათლება მიიღო სოციოლოგიაში კატარის ეროვნულ უნივერსიტეტში (1986-1990), გაიარა სტაჟირება აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. 2003 წელს მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის წოდება ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში.

პირადი ცხოვრება და იმიჯი

შეიხა მოზას ქმარი შე­ი­ხი ჰა­მა­დი კატარს სა­თა­ვე­ში 1995 წელს, ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით ჩა­უდ­გა. მან დრო იხელ­თა, ვიდ­რე მა­მა­მი­სი შვე­ი­ცა­რი­ა­ში მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თა­რი თავი ამი­რად გა­მო­ა­ცხა­და. მა­მამ შვი­ლი სა­ჯა­როდ უარ­ყო და 1996 წლის 14 თე­ბერ­ვალს კონ­ტრგა­დატ­რი­ა­ლე­ბაც კი სცა­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ამის შემ­დეგ ჰა­მად­მა ამე­რი­კუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია Patton Boggs და­ი­ქი­რა­ვა და მა­მას სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნა, რი­თაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­იმ­ყა­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შვი­ლის­გან ჩა­მო­შო­რე­ბულ­მა მა­მამ სამ­შობ­ლო­ში, მემ­კვიდ­რეს­თან შე­რი­გე­ბის შემ­დეგ, მხო­ლოდ 2004 წელს შეძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა.

ჰა­მა­დის მე­უღ­ლის, მო­ზას ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მებ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რამ არის ცნო­ბი­ლი. ამ­ბო­ბენ, პირ­ველ მე­უღ­ლეს, შე­ი­ხა მა­რი­ამ ბინტ მუ­ჰა­მადს, მო­ზას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე დას­ცილ­და. მე­სა­მე ცოლი, ნურა ბინტ ჰა­ლი­დი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ირ­თო. პირ­ვე­ლი და და მე­სა­მე ცო­ლე­ბი ჰა­მა­დის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, ისი­ნი ცოტა ვინ­მეს თუ უნა­ხავს.

სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში მოზა ერ­თდრო­უ­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. მო­ნარ­ქე­ბის არ­ცერ­თი ცოლი არ ჩნდე­ბა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე ისე­თი სიხ­ში­რით, რო­გორც შე­ი­ხა მოზა. მისი ელე­გან­ტუ­რი სტი­ლი და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევს. მუს­ლი­მე­ბი კი, აღ­შფო­თე­ბუ­ლი არი­ან ქა­ლის ჩაც­მუ­ლო­ბით. პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­ი­ხამ ყა­ტარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო: პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, მატ­რი­არ­ქა­ტი შექ­მნა. მას შემ­დეგ, რაც 2013 წელს მე­უღ­ლემ მმარ­თვე­ლო­ბა ვაჟს გა­დას­ცა, მოზა დღემ­დე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად ით­ვლე­ბა ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ყა­ტა­რის პირ­ვე­ლი ლედი და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი, 2015 წელს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერევ­ნი­დან ჩა­მო­ვი­და, სა­დაც ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერ­თან, ული­ა­ნა სერ­გე­ენ­კოს­თან და ბიზ­ნეს პარტნი­ორ­თან, ფლო­რა ბუ­რიმსკის­თან ერ­თად, სა­კუ­თარ კავ­კა­სი­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბას და­უ­დო სა­თა­ვე.