სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე გამოვაქვეყნეთ ვიდეო, სადაც ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე ბებიას ცხოვრების გამოცდილების, ბედნიერების, ხალისისა და სილამაზის შენარჩუნების გზებზე ეკითხება. ვიდეომ ძალიან მალე ძალიან ბევრი მოწონება, დადებითი შეფასება და აღფრთოვანება დაიმსახურა. კომპლიმეტებთან ერთად კი, არ წყდებოდა კითხვები, როგორ გამოიყურება 79 წლის ქალბატონი ასე შესანიშნავად.
ამჯერად ანანო ბებიასთან ერთად კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ისინი კანის მოვლის პატარა საიდუმლოს შესახებ საუბრობენ.
"ჩემო საყვარლებო, 22 წელია ვიყენებ ანა ლოტანის მალამოს, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა - არ იწვევს ალერგიას, თვალს არ წვავს - კვებავს და ატენიანებს. ეს არის ისრაელიდან ჩამოტანილი. სახეს ანა ლოტანის საპნით ვიბან. ამის შემდეგ ვიყენებ მალამოს. სპეციალური მალამო მაქვს თვალისთვის."