2023 წლის 26 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ".
ამით რულოვსმა დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტს ოფიციალურად დაშორდა. იქამდე მიუხედავად ლიზა იასკოსა და სოფო ნიჟარაძის გარშემო არსებული სკანდალებისა, რულოვსი ხშირად აქვეყნებდა დაპატიმრებული სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.
მას შემდეგ, რულოვსი რამდენიმე ზოგად პოსტს აქვეყნებს და დეკემბერში უმცროს შვილს დაბადების დღეს ულოცავს. 2023 წლის დეკემბერში ექსპრეზიდენტი ციხიდან სანდრას მიმართ აქვეყნებს მისალოც ტექსტს. ყოფილ ცოლს ამჯერად იუბილე მიულოცა.
„გილოცავ დაბადების დღეს, ულამაზესო, ყველა სააკაშვილის – ედუჩას, ნიკუშას სახელით! მიშა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი პოსტში.
დეკემბერს შემდეგ სოციალურ ქსელში სანდრას აქტივობა ქრება, 2024 წლის თებერვალში კი ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს. ივნისში ნიკოლოზსა და ედუარდს სწავლის დასრულებას ულოცავს. აგვისტოში თენგიზ ცერცვაძის სამძიმარი გამოაქვეყნა, ორ კვირაში კი პოლონეთის გარდაცვლილი პირველი ლედი მარია კაჩინსკი გაიხსენა.
წაიკითხეთ სრულად
სანდრა რულოვსი
სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წელს, ჰოლანდიაში დაიბადა. იგი პროფესიით იურისტია და თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე. სანდრა საქართველოს პირველი ლედის ტიტულს ყველაზე დიდხანს ატარებდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, სანდრა პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა მეუღლეს ყოველთვის მხარში ედგა.
საქართველოში იგი საქველმოქმედო ორგანიზაციებშიც იყო ჩართული - აშშ-დან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო წითელი ჯვრის ორგანიზაციაში. თავადაც გაიარა პირველად დახმარების კურსები და საავადმყოფოში პირველად მედდად მუშაობდა.