ფაქტია, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ორეული, მაგრამ ცნობილი ადამიანები ამ მხრივ განებივრებული არიან, რადგან მათ ვარცხნილობითა და ჩაცმის სტილითაც ხშირად ჰბაძავენ და უფრო მეტად ემსგავსებიან.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართველ ცნობილ სახეს, რომლებსაც ხშირად ამსგავსებენ უცხოელ ვარსკვლავებს. არ დაგავიწყდეთ, თქვენი აზრიც გაგვიზიაროთ:
პენელოპე კრუსი და ქრისტი ყიფშიძე
ყველასათვის საყვარელი მოდელი კრისტი ყიფშიძე მუდამ ყურადღების ცენტრში ტრიალებს. ის ზურა ყიფშიძის რძალი და გიორგი ყიფშიძის ცოლი გახლდათ. სამწუხაროდ, ურთიერთობა არ შედგა, ყველაფერი განქორწინებით დასრულდა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ნატალია ჰყავს. 90-იანი წლების გამორჩეულ სახეს ხშირად ამსგავსებენ ესპანელ მსახიობ პენელოპე კრუსს.
მონიკა ბელუჩი და მარიამ ჩუხრუკიძე
მოზარდმაყურებელთა თეატრის აუდიტორია ამ ლამაზ მსახიობს კარგად იცნობს. მარიამ ჩუხრუკიძე ამ თეატრის არაერთ სპექტაკლშია დაკავებული. მათ შორისაა: "ზამთრის ზღაპარი", "ჩვენ გველის დიდება", "სამი მუშკეტერი" "ჯუჯა ცხვირი" და სხვა. მარიამს ძალიან ბევრი ადარებს იტალიელ მსახიობს - მონიკა ბელუჩის.
ოდრი ჰეპბერნი და თაკო ტაბატაძე
თაკო ტაბატაძემ სამსახიობო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ მოკლე დროში ბევრი საინტერესო როლის შესრულება მოუხდა. საკმაოდ აშკარაა ის ფაქტიც, რომ თაკო ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ლეგენდას, ოდრი ჰეპბერნს.
ირინა შეიკი და მირანდა შელია
რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის მოდელს, 32 წლის მირანდა შელიას, სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მისი ცხოვრებითა და კარიერით მუდმივად ინტერესდებიან.
ნინო გაჩეჩილაძე და გრეის კელი
მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს არაერთ ცნობილ სახეს ადარებენ ხოლმე, ზოგჯერ მის სტილს ოდრი ჰეპბერნის ესთეტიკას ადარებენ, მაგრამ ყველაზე ხშირად პარალელს მაინც გრეის კელისთან ავლებენ. ნინო მართლაც გამორჩეული გარეგნობის ქართველი მსახიობია, რომელიც წარმატებით დაამშვენებდა ჰოლივუდურ ფილმებს და ისევე აღაფრთოვანებდა მაყურებელს მთელ მსოფლიოში, როგორც ამას მისი "ორეული" ახერხებდა.