დღეს საქართველოში ბევრი ცნობილი წყვილი გვყავს და მათი შვილებიც არანაკლებ პოპულარულები არიან. ხშირად სოციალურ ქსელში მომღერლებისა და მსახიობების ფოტოზე მეტად მათი საყვარელი, თბილი და გამორჩეული შვილების ვიდეოებსა და ახალ კადრებს ველით.
ელის-მარია სააკაშვილი
სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის საერთო შვილი ელის-მარია სააკაშვილი დაბადებამდეც კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ელისი დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ტელეეკრანზეც ხშირად ჩნდება.
ანნა სულაბერიძე
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ერთი შვილი, ანნა ჰყავთ.
ნიკოლა კალაძე
თბილისის მერის შვილი ნიკოლა კალაძე ყველაზე ხშირად დედის, ანუკი არეშიძის "ინსტაგრამზე" ჩნდება და მის ვიდეოებს ყოველ ჯერზე ათიათასობით ნახვა და უამრავი თბილი კომენტარი აქვს ხოლმე.
კატო და ილია ნიჟარაძეები
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
იკა და ნინა კაშიები
ნანუკა გულუასა და კახაბერ კაშიას ორი შვილი, ნინა და იკა ჰყავთ. როგორც ნანუკა ამბობს, მას განსაკუთრებული მამა ჰყავდა და სურდა, მის შვილებსაც ასეთივე მამა ჰყოლოდათ.
ელენე კუტალაძე
ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ქორწინება ხმაურიანად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესთან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე დედასთან იზრდება, თუმცა მამასა და მის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს.
ბერუკა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.
ელენე მახარაძე
ელენე მახარაძე ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე საზოგადოებამ პატარა ასაკში გაიცნო. მის მიერ ბებიასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან და დედასთან, მარიამ როინიშვილთან ერთად შესრულებულმა საგალობელმა კი უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია. ელენეს დედისგან მუსიკალური, მამისგან - სამსახიობო ნიჭი ერგო და ის არაერთხელ ვიხილეთ ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებში. ელენეს ცეკვის განსაკუთრებული ტალანტიც აქვს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. გამორჩეული გარეგნობისა და მონაცემების გოგონას კი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.